ლეშენკო არ არის რიგითი მომღერალი, არამედ კრემლის პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - დაცინვაა, თითქოს სისტემამ ვერ ამოიცნო, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ

ლეშენკო არ არის რიგითი მომღერალი, არამედ კრემლის პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - დაცინვაა, თითქოს სისტემამ ვერ ამოიცნო, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ

ის რომ, ლეშენკო არ არის რიგითი რუსი მომღერალი, არამედ კრემლის პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ყველასთვის ცნობილია - საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვაა, პასუხი, თითქოს სისტემამ ვერ ამოიცნო, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათი ფრაქცია დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

„რეალურად ეს არ იყო უბრალოდ ვიზიტი, ლეშენკო უბრალოდ კი არ ჩამოვიდა და წავიდა, არამედ მას აქ ჰყავდა მასპინძლები. ეს არ იყო შემთხვევითი ვიზიტი. ის რომ იგი არ არის რიგითი რუსი მომღერალი, არამედ კრემლის პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მგონი ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს და საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვაა, პასუხი, თითქოს სისტემამ ვერ ამოიცნო, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ.

ჩვენი ფრაქცია გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი შეხვედრა გამართოს, მათ შორის ამ მიმართულებით მომუშავე ყველა ექსპერტთან, დაინტერესებულ პოლიტიკოსებთან, მედიასთან. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სტრატეგია, რა შეიძლება გაკეთდეს, მათ შორის საკანონდებლო ინიციატივების დონეზე, რადგან ვხედავთ, რომ ასეთი სტრატეგია არ გააჩნია დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ უფრო და უფრო მოშიშვლებული ვრჩებით იმ საფრთხეების წინაშე, რასაც წარმოადგენს დღეს რუსეთის თავდასხმის სტრატეგია და ტაქტიკა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის აზრით, ქვეყანა დღეს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმასთან მიმართებაში დაუცველია ისე , როგორც არასდროს.

„რაც შეეხება ევროკავშირის სიმბოლოების დაწვის, განადგურების, ხელყოფის აკრძალვას, ჩემთვის მხოლოდ ეს მოძრაობა არაფერს ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ეს იქნება მოჩვენებითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. თუ ჩვენ არ ვნახავთ გამოძიებას და ბოლომდე მიყვანილ საქმეებს, ამ ჯგუფგების დაფინანსების, მათი მუშაობის, კოორდინირების, მე პირადად ვაპირებ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დავუჭირო.

როდესაც რბილ ძალაზეა და ჰიბრიდულ ომზეა საუბარი, ჩვენ ვერ ვხედავთ დამცავ ჯებირებს, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს ინტერესებს. თვალნათელი არ არის, რომ ჩამოიშალა დაცვის ხაზები, მაგრამ ასეთი მოწყვლადი და დაუცველი, როგორიც დღეს ჩვენ ვართ რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმასთან მიმართებაში, მგონი ჩვენი ქვეყანა არასდროს არ ყოფილა გასული წლების მანძილზე და ამას შეცვლის მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, წარმოდგენილი ყოფილიყო კონკრეტული კანდიდატი.

„იმ პერიოდში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხზე იყო მსჯელობა, საქართველოში არ ვიმყოფებოდი. მეც იგივე შეკითხვა მქონდა, რატომ არ მოხდა უფრო კოორდინირებულად რომელიმე კონკრეტული კანდიდატის ლობირება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, - ხომ არ იქნებოდა ეს უფრო უკეთესი ტაქტიკა, რომ კონკრეტული ადამიანი ყოფილიყო წარდგენილი სრული ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობოების თანამონაწილეობით, როგორც ეს სახალხო დამცველის კანდიდატურასთან მიმართებაში მოხდა“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მას ქვეყანაში შემოსვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის დროს რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებია.

 

Aburjga Tasmanieli ეს სამადაშვილი არის ერთი ბოროტი, გაბოროტებული ძუნკალი დედაკაცი! თანაც მაგარი უნამუსოა! ლეშჩენკო თუ ჩამოვიდა და მანამდე აფხაზეთში იყო და ამიტომ გააძევეს, ძალიან ძღრენი უჭამიათ ვინც ეს ქნა და ეს კანონი დაწერა! ამ საძაგელის და მისი თანამოაზრეების საქციელი მიმართულია საქართველოს გაერთიანების საწინააღმდეგოდ!
2 წლის უკან
Katana . სამადაშვილს თუ ნაცმოური ავადმყოფობა - ამნეზია - სჭირს, შევახსენებ, რომ 2008-ში, კრემლის პროპაგანდისტი კი არა, კრემლის 58-არმია მოიპატიჟა მისმა ბელადმა საქართველოში...

და ეს საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს სამადაშვილის მაშინდელმა თანაგუნდელებმა სულ მოკლე ხანში!..

ასე რომ, რაც უფრო იშვიათად გაიშვერთ ხელს სხვისკენ, მით უფრო იშვიათად ჩაგცხებენ იმ ხელში.
2 წლის უკან