ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: წაგებულ თამაშს იწყებს

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: წაგებულ თამაშს იწყებს

წაგებულ თამაშს იწყებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიაზე განაცხადა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს თბილისის მერის პოსტზე იყრის.

„გეუბნებით, იქიდან ის აიძულებს, რომ მაინც მონაწილეობა მიიღოს და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს წარმოდგენილი დედაქალაქის მერის არჩევნებზე. თორემ, წაგებულ თამაშს იწყებს, ამიტომაც არ უნდოდა. მან ხომ თქვა, რომ ვიქნები რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ გასამარჯვებლად, მაგრამ მოუწია დაყენება. მონაწილეობა - მონაწილეობისთვის ასე შევაფასებდი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ნიკა მელია.