იაგო ხვიჩია: თუ არავინ არავინ დააყენა თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე

იაგო ხვიჩია: თუ არავინ არავინ დააყენა თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე

იაგო ხვიჩიამ ადგილობრივ არჩევნებზე „გირჩის“ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისის მერობის კანდიდატებს არ დააყენებენ, ისინი დედაქალაქის მერობაზე ვახტანგ მეგრელიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე იფიქრებენ.

„ველოდებით ჩვენს კოლეგებს. იმედი გვაქვს, ისინი მზად არიან ამ არჩვნებისთვისაც და დააყენებენ ბევრ კანდიდატს, რომ პირველ ტურში ვერ გაირკვეს გამარჯვებულის ვინაობა. თუ არავინ არავინ დააყენა და ასეთი სასწაული მოხდა პოლიტიკაში, ჩვენ ვიფიქრებთ ვახო მეგრელიშვილის კანდიდატურაზე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ნიკა მელია.