ალექსანდრე გოგინავა: თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ხალხმრავალი შეკრებისგან, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას

ალექსანდრე გოგინავა: თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ხალხმრავალი შეკრებისგან, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას

თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ხალხმრავალი შეკრებისგან, იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას, - ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა. ინფექციონისტის თქმით, თუ მოქალაქეს სურს რომელიმე ღონისძიებას დაესწროს, ეს წესების დაცვით უნდა გააკეთოს.

„როდესაც ადამიანს უნდა გარკვეულ ღონისძიებას დაესწროს და ამის ყველანაირი უფლება აქვს, ამ ღონისძიებას წესების დაცვის უნდა დაესწროს. წესების დაცვაში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ უმჯობესია ყველას ეკეთოს პირბადე და და შეძლებისდაგვარად მოხდეს ერთმანეთს შორის დისტანციის დაცვა“, - განმარტავს გოგინავა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 571 4 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.