გიორგი ვოლსკი:  ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა არის ხალხის, საზოგადოების

გიორგი ვოლსკი:  ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა არის ხალხის, საზოგადოების

„არჩევნები მხოლოდ ის არ არის, რაც წარმოადგენს ინდიკატორს გარკვეული პოლიტიკური ძალების გადანაწილებისა პოლიტიკურ ველზე, ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ქვეყანა არ არის პოლიტიკური პარტიების, ეს ქვეყანა არის ხალხის, საზოგადოების და საზოგადოება წონის ვის რამდენი, მანდატი გადასცეს იმისთვის, რათა წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლობით ორგანოში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ  პარლამენტის რიგგარეშე სესიის  პლენარულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას.

მისი თქმით, დიაგნოზი დასმულია, მაგრამ მკურნალობაა შეუძლებელი, იმიტომ რომ არ ექვემდებარება მკურნალობას, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ჩაატაროს ეს გარკვეული პროცედურები - მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა იმ შეგნებით, რაც თუნდაც ამ მოხსენებაში ან მოხსენების განხილვაში იხილა საზოგადოებამ.

„მადლობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, მადლობის თქმისაც მეშინია, ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რაღაც სიამტკბილობა გვაქვს, არა და არა, პირიქით, საკმაოდ უხეში, ხისტი კამათი მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნეს, რასაც სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა ჰქვია ამ უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, ამ პანდემიის პირობებში, ამ მსოფლიო ომის პირობებში, სადაც ეს პატარა საქართველო თავისი უშველებელი პრობლემებით შუაში იმყოფება, აი ამისათვის ვამბობ მადლობას, სწორი ნაბიჯიც უნდა შევაფასოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.