თბილისში მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია

თბილისში მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს.

მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით - სავენტილაციო მილიდან დატოვა.

მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.