ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 26 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, (მისამართზე: გულუას ქუჩა № 4).
ამასთან, შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია. მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღება, შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2 ან ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის - RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსებულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.
ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს 09:00- საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური