აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკის სამხრეთით, სადაც ახლა ზამთარია, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს.

24 ივლისის ღამეს 19 რეგიონში დაბალი ტემპერატურის ისტორიული რეკორდი მოიხსნა. ქალაქ კიმბერლიში ტემპერატურა -9,9°С-მდე დაეცა. ხოლო იოჰანესბურგში კი -7°С-მდე. ეს მაჩვენებელი მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე დაბალია.

სინოპტიკოსების პროგნოზით დაბალი ტემპერატურა რეგიონში კიდევ ერთი კვირა იქნება. არსებული მონაცემებით ჰაერის ცივი მასა ანტარქტიდიდან დაიძრა.