ხმელთაშუა ზღვაში 370-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში 370-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში, მაროკოს სანაპიროსთან, სამდღიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა. გადარჩენილია 368 მიგრანტი, - ამის შესახებ Anadolu წერს.

მიგრანტების უმეტესობა სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებიდანაა. მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალია. ისინი 22 გასაბერი ნავით, 30 კაიაკითა და 5 საბურავით ცდილობდნენ ევროპამდე მიღწევას.

გასული წლის ნოემბერში, მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2020 წელს 26 800 არალეგალური იმიგრაციის მცდელობა აღკვეთა და მიგრანტთა ტრეფიკინგის 196–ზე მეტი ქსელი გაანადგურა.