ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული

ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო შეცდომა. ეს ცალსახად პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მან 20 ივნისის წინმსწრები მოვლენები გაიხსენა. კერძოდ, კობახიძე ასამბლეის ღონისძიების წინა საორგანიზაციო დეტალებს შეეხო. აღნიშნა, რომ ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად დაწერა და იგი რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტი იყო.

„ჩემს გამოსვლაში აქცენტი გავაკეთე, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს შეუთავსებელია ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობასთან. ეს არის ოკუპაცია, აგრესია, მკვლელობა და ასე შემდეგ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი ტკივილია. ამაზე იყო იქ საუბარი“, - დასძინა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეთანხმებული იყო, რომ ასამბლეის წამყვანი, მდივანი, ბერძენი ეროვნების უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა. მან ასევე შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ ღონისძიება პლენარულ დარბაზში გაიმართა და არა რომელიმე სასტუმროს დარბაზში, შესაბამისად, მსგავსი ტიპის პროვოკაცია ვერ განხორციელდებოდა.

„ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო შეცდომა. ეს ცალსახად პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. თუმცა, ბევრი რამ, როდესაც უკან იხედები, მაშინ ჩანს უფრო მკაფიოდ. წარმოიდგინეთ, რომ ღონისძიების დაგეგმვაში დაახლოებით, 100 კაცი იყო ჩართული და არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ასეთი პროვოკაცია შეიძლებოდა მომხდარიყო. მით უმეტეს, ასეთი მძიმე გაგრძელება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ანუ, ამის გათვლა ვერავინ გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ამაში ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა“, - განაცხადა კობახიძემ.