გიორგი იაკობაშვილი: ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამომიხსნეს, ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში!

გიორგი იაკობაშვილი: ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამომიხსნეს, ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში!

ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებითა და რურუასა და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!, - ამის შესახებ , გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხი დამიჯარიმეს. პლაკატები ჩამომიხსნეს. ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს... და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში! ერთ დღეში!

ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებითა და რურუასა და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!

ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა. ის არ ამახინჯებდა, ხომ ქალაქის იერსახეს?! თბილისის მერია / Tbilisi City Hall - ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში?! ეგეთი ორმაგი სტანდარტები ენჯეოშნიკების მოგონილია და კარგი იქნება, თუ იმ გაიძვერა გიგაურსა და „მოსასპობ (კაკოია) თაბაგარს არ დაემსგავსებით“.

Katana . ელენე ხოშტარიამ, იმის გასაპროტესტებლად, ლაშქარავა ხელისუფლებამ მოკლაო, ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი, ფოიეს იატაკი, კედლები და ფლაგშტოკიც კი წითლად რომ გადათხვარა, იმაზე რა რაგირება მოახდინეს, ძალიან მაინტერესებს!..
ოპერატიულად კი არა, საერთოდ თუ მოსთხოვა ვინმემ პასუხი?
(ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია ამგვარი ინფორმაცია!)
3 წლის უკან
amo რა დავაშავეთ, ან ხელისუფლება ვარგოდეს ან ოპოზიცია.
3 წლის უკან