ბექა მჭედლიშვილი „ტვ პირველზე“: გუშინ თქვეს, თითქოს, არ იცოდნენ, რომ მანქანაში ბავშვები ისხდნენ და ეგონათ, პრემიერის მამა იჯდა - ეს „გაპრავების“ უსუსური მცდელობაა

ბექა მჭედლიშვილი „ტვ პირველზე“: გუშინ თქვეს, თითქოს, არ იცოდნენ, რომ მანქანაში ბავშვები ისხდნენ და ეგონათ, პრემიერის მამა იჯდა - ეს „გაპრავების“ უსუსური მცდელობაა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ტვ პირველი“ ცრუობს, როცა აცხადებენ, თითქოს, მათი მიზანი ირაკლი ღარიბაშვილის შვილების გადაღება და მათთვის ზიანის მიყენება არაა.

„ტვ პირველის“ „გაპრავების“ უსუსური მცდელობა. გუშინ თქვეს, თითქოს, არ იცოდნენ, რომ მანქანაში ბავშვები ისხდნენ და ეგონათ, პრემიერის მამა იჯდა. არადა, კადრებში ნათლად ჩანს, რომ იმასაც იღებენ, როგორ ჯდებიან ამ მანქანაში ბავშვები და როდესაც ბრუნდებიან, მაგ დროს მისდევს „ჟურნალისტი“. ვერ „გააპრავებთ“, ვერც ამას და ვერც ვერაფერს, ყველაფერზე ჩაგიჯდებით და გამხელთ - ვითომ ჟურნალისტებო“, - წერს ბექა მჭედლიშვილი.

Katana . მაგათ "გაპრავებას" თუ დავუჯერებთ, გამოვა აღიარება, რომ ტვ-პირველის ჟურნალისტები ბაბუასა და შვილიშვილებს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან :))
3 წლის უკან