„ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რადგან მისი მერობისას, დედაქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ბატონი კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თბილისს ეყოლება კვლავ წარმატებული და ღირსეული მერი, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაამშვენა ჩვენი დედაქალაქი. ეს თვალშისაცემია და ამას ვერ უარყოფს ვერცერთი ოპონენტი მხარე," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
„ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე პარტიასთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. „ქართულმა ოცნებამ“ კი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.