სერგო ჩიხლაძე:  საგამოძიებო კომისიას ოპოზიციამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და ახლა ბოლო სხდომა იქნება, თუ ბოლოს წინა, დასწრების აზრს ვერ ვხედავთ

სერგო ჩიხლაძე:  საგამოძიებო კომისიას ოპოზიციამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და ახლა ბოლო სხდომა იქნება, თუ ბოლოს წინა, დასწრების აზრს ვერ ვხედავთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნას წარადგენენ, “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ დაესწრება.

მისივე თქმით, ოპოზიციის არცერთ საჩივარზე ნოემბრიდან მოყოლებული არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

„ამ კომისიას ოპოზიციამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა. რა თქმა უნდა, არ დავესწრებით, იმიტომ რომ არანაირი ნდობა არ არის ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება, თუ ბოლოს წინა სხდომა ამაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ. არცერთ ჩვენს საჩივარზე, ჯერ კიდევ ნოემბრიდან მოყოლებული არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის ნაცნობი კადრები, როდესაც კომისიის წევრები ოცნებიდან ყრიდნენ ბიულეტენებს, გამოძიებულია?! ვინმე დაკითხულია?! ვინმე დაკავებულია?! რა ნდობა, ან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი კომისიის“, - განაცხადა ჩიხლაძემ.