გიორგი ამილახვარი: მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა

გიორგი ამილახვარი: მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი ოპოზიციას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა ყველა არსებული თუ შესაძლო ხარვეზი დარღვევა, რაზეც იქნება რეაგირება.

„საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა ყველა არსებული თუ შესაძლო ხარვეზი დარღვევა, რაზეც იქნება რეაგირება. შემდეგ კვირაში უკვე საბოლოო დასკვნა იქნება წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომ მოვიდნენ და საბოლოო დასკვნისა და ანგარიშის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ხვალ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.