არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული

არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული

ჩვენ არ ვიბრძვით პროცენტებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქმიანობას დავარქმევდით მუშაობას უკეთესი მომავლისთვის და არა ბრძოლასა და ომს, როგორც ამას უწოდებს ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანი პროცენტის გადალახვა კი არაა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ განვაგრძოთ ის სამუშაო და პროექტები რომელსაც ვახორციელებდით და რომელიც გვაქვს დაგეგმილი. მე გარწმუნებთ, რომ 43%-ის გადალახვა „ქართული ოცნებისთვის“ ნამდვილად არ იქნება რთული გამოწვევა. მე მჯერა, რომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. გაცილებით მაღალი იქნება ნდობა ვიდრე 43%“, - განაცხადა თალაკვაძემ.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია თბილისის მერობის, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.