საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 204 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %.