BBC: COVID-19-ით გარდაიცვალა კაცი, რომელიც კორონავირუსსა და ვაქცინებს დასცინოდა

BBC: COVID-19-ით გარდაიცვალა კაცი, რომელიც კორონავირუსსა და ვაქცინებს დასცინოდა

BBC 34 წლის კალიფორნიელზე, სტივენ ჰარმონზე წერს, რომელიც კოვიდვაქცინების მკაცრი მოწინააღმდეგე იყო და სოციალურ ქსელში ვირუსსა და ვაქცინაზე ხუმრობით გახდა პოპულარული.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებოდა და გამომწერებს სთხოვა, ელოცათ მისთვის.

ვირუსთან ბრძოლის მიუხედავად, ჰარმონი აცხადებდა, რომ კვლავ უარყოფდა კოვიდვაქცინაციას და ამბობდა, რომ რელიგიური რწმენა დაიცავდა.

„გარდაცვალებამდე, ის ხუმრობდა პანდემიასა და ვაქცინებზე, აზიარებდა meme-ებს და ამბობდა, რომ ბიბლიის მეტად სჯეროდა, ვიდრე - აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის“, - წერს BBC.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ამ დრომდე, კორონავირუსს 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.