საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს „ალ-ქაიდას“ საინფორმაციო სამსახურმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც წინასწარმეტყველ მუჰამედზე გაკეთებულ კარიკატურებს გმობენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისა და ჟანდარმერიის ხელმძღვანელებსა და პრეფექტებს მოუწოდებს, სიფხიზლე გამოიჩინონ და შესაბამისი ზომები გაატარონ ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით.