საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა.
აქვე გაცნობებთ, რომ მებაჟე ოფიცრების მიერ, წითელი ხიდის კონტროლის ზონაში, შემოსული ზემოაღნიშნული ავოსატრანსპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72 739.60 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.