ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N44-ში, საერთო სარგებლობის კიბის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 11,000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე, 2020 წელს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ასევე შეიცვალა ჭიშკარი.