საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე (მეორე ნაწილი)

საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე (მეორე ნაწილი)

ცხრომის მანიის კასტური ევფექტის დასავლურ ფენომენს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის ზოგიერთი ასპექტი წარმოდგენილია ავტორის წერილებში: “სტალინი” და “მესამე ქართველი ედუარდ შევარდნაძე”. ამის გამო აქ შეიძლება შემოვიფარგლოთ მისი მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთს მოკლე განხილვით, მით უმეტეს, რომ უფრო ადრინდელი ეტაპი მისი ისტორიისა, თუმცა კი მისი სადღეისო ფაქტობრივი მოცემულობის მნიშვნელოვანი ასპექტის განმსაზღვრელია, არ ეკუთვნის ეგეოსურ ცივილიზაციას, რომელმაც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ძირითადი ელემენტების, მათ შორის აღნიშნულის, სისტემური ასიმილაცია დაასრულა XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს.

ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი ეგეოსურ ცივილიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ამ ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 - 1987 წწ.), როდესაც ის, უკვე, გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში, ინციატივისთვის ბრძოლაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის, ამერიკელი ერის მთავარ კონკურენტადაც კი მოგვევლინა.

შევნიშნავთ, რომ ამერიკელ ერსა და ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლურ ფენომენს შორის ასიმეტრიული ურთიერთმიმართებაა (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე”, მეოთხე ნაწილი): გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის პირობებში, ამერიკელი ერის მიერ ინიციატივის დაუფლება - პოლიტიკური კურსი ამერიკის პრეზიდენტებისა: ნიქსონი, კარტერი, ბუში (უფროსი) - ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ნიველირების პირობაა, რასაც ხელს უშლიდა აღნიშნული გარდაქმნის იდეური უზრუნველყოფის პრობლემა; ხოლო ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის მიერ ინიციატივის დაუფლება, ანუ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის აღზევება - პოლიტიკური კურსი ამერიკის პრეზიდენტებისა: ფორდი, რეიგანი, კლინტონი, ბუში (უმცროსი) - არის გამოხატულება საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ინერციით მოქმედებისა (აღნიშნული იდეური პრობლემის ხელშეწყობით) და გულისხმობს ამერიკული საზოგადოების მომავლის საზოგადეობის უნივერსალურ პროტოტიპად მოაზრებას და საზოგადოების მოწყობის ამ ნიმუშის მთელს მსოფლიოზე გავრცელების მცდელობაში მთავარ საყრდენად გადაქცევას ანუ, შეიძლება ითქვას, - გლობალიზაციის ობიექტად ამერიკელი ერის დაფიქსირებას. ამერიკელ ერთან ინიციატივისთვის ბრძოლაში ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის დაწინაურების ტენდენციის გამომხატველია მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების, რომელთაგან უმრავლესობა ამერიკულია, წილის განუხრელი ზრდა. საბოლოოდ, აღნიშნულ ფაზაში, ამ მაჩვენებელმა 52 პროცენტს მიაღწია.

ყოფილ საბჭოეთის სივრცეზე ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის აქტუალობა შენარჩუნდა ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფქტის ფაზაშიც (1988 - 2007 წწ.): რუსეთის ახალფორმირებულმა ფინანსურმა ოლიგარქიამ (რომელმაც ყველა შესაძლო გზებით უმოკლეს ვადაში თითქმის სრულად დაისაკუთრა საბჭოეთის ყოფილი აქტივები), როგორც ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ახალმა ნაზრდმა, რუსი ერის ძალისხმევით გაფართოების ობიექტის როლშიც ჩაანაცვლა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი. გაფართოების გასაქანი ამ შემთხვევაში, მხოლოდ, საკუთრივ ყოფილი საბჭოეთის სივრცით იყო შემოსაზღვრული, ამ მოვლენის პერსონიფიკაციაა პრეზიდენტი ელცინი.

საბჭოეთის ყოფილი გავლენის არის (ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის) თითქმის მთელ დანარჩენ ნაწილზე მოხდა უშუალოდ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის) გავლენის გავრცელება, ამ ამოცანაზე ორიენტირებული ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (ამერიკა-ნატოს სამხედრო ინსტიტუტი) ძალისხმევით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები განხორციელდნენ ეგეოსურ ცივილიზაციის სივრცეზე მათ მაინც ჰქონდათ ამ ცივილიზაციის გაფართოების ეფქტის გამომხატველი ასპექტი, რადგან ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისა და მისი რუსული ნაზრდის გავლენის გავრცელება (რუსი ერის რეექსპანსია და ნატოს ექსპანია) მიმდინარეობდა, ყოფილ მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცზე არსებულ ფორმის მანიის კლასის ერების, ამ ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზაში არააქტუალური ელემენტების, ლოკალიზაციის არეებზე.

1990-იანი წლების დასასრულს მოხდა ეგეოსურ ცივილიზაციაში მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ახალი ალტერნატივის აქტუალიზაცია, გამოხატული ძლევის მანიის კლასის რუსი ერის უფრო აქტიურ პოზიციაზე გადასვლის ტენდენციაში. სიტუაციის ცვლის დასაწყისის ამსახველია 1998 წელს მსოფლიოს საფონდო ბირჟების რყევა (განსაკიუთრებით აზიაში), პროვოცირებული რუსეთის განცხადებით, მის მიერ მისი საერთაშორისო ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერების შესახებ. შეცვლილ ვითარებაში მართვის მანიის ეფქტის არაპირდაპირი რეალიზაცია გაგრძელდა ყოფილ საბჭოეთის სივრცეზე რუსი ერის თვითექსპანსიით. ეს ნიშნავს მისი ძალისხმევის მიმართვას საკუთრადი მისივე გავლენის გაფართეობაზე მიმართვას და რუსეთის ფინანსური ოლიგარქიის (ამ დრომდე რუსი ერის ძალისხმევით გაფართოების ობიექტის როლში მყოფი ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის რუსული ნაზრდის) რუსი ერის აგრესიის ობიექტად გადაქცევას. რუსეთის ფინანსური ოლიგარქია რუსული სამხედრო ინსტიტუტის მიერ შევიწროების (ინიციატივის მატარებელი ელემენტის როლში სამხედრო ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოლიგარქიის ჩანაცვლების) ტენდენციას დაექვემდებარა. ამ ტენდენციის პერსონიფიკაციად უნდა დასახელდეს პრეზიდენტი პუტინი (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე” ნაწილი მეოთხე), რომლის აღზევების დასაწყისი აღნიშნულ თარიღს ემთხვევა.

რუსი ერის თვითექსპანსია ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის მთავარ სუბიექტად მის წარმოჩენის ტენდენციად ჩამოყალიბდა. ამის გათვალისწინებით ეს მოვლენა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის ფაქტორად უნდა დასახელდეს, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში რუსი ერის ექსპანსიით არ შელახულა პოზიცია ერთა ფორმის მანიის კლასის ლიდერებისა (გერმანელმა ერმა რუსი ერის ამ გააქტიურებით კი ისარგებლა კიდეც, გაიძლიერა ევროპის ლიდერის პოზიცია). მხოლოდ საქართველოს საკითხში დარჩა რუსეთის პოლიტიკა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის საპირისპირო ფაქტორად.

1999 წელს სტამბულში ნატოს სამიტზე რუსეთის მიერ საქართველოდან მისი ბაზების უპირობოდ გატანის ვალდებულების აღება, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, იყო რუსი ერის უკანასკნელი კომპრომისი ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში მისი შეუქცევადი დაწინაურების წინ. როგორც გაირკვა, ეს კომპრომისი იყო ფართო ფარული შეთანხმების ნაწილი, რომელმაც გზა გაუხნა რუს ერს ჩეჩნეთზე კონტროლის აღსადგენად (დასავლეთის მიერ, ფაქტობრივად, პრორუსული საინფორმაციო პოლიტიკის დაცვა ჩეჩნეთის მეორე ომში, 1999 - 2000 წწ.), ხოლო ცხრომის მანიის ეფექტის დასავლურ ფენომენს - საქართველოს დენაციონალიზირებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების პროექტის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის ეროვნული სახელმწიფოს ბაზაზე რეალიზაციის პრეცენდენტის) ინიციირებისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის აღნიშნულ, უპირატეს ალტერნატივაზე გადასვლა დასრულდა 2001 წელს, რუსეთსა და ნატო-ამერიკის სამხედრო ინსტიტუტს შორის ანტიტერორისტული სოლიდარობის დამყარებით. რუსეთისა და დასავლეთის სამყაროს თანამშრომლობაში სამხედრო თემატიკის პრიმატიზაციის შემდეგ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის სტატუსი დასავლეთის სამყაროშიც ერთგვარად დაქვეითდა - ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის გავრცელებას მიენიჭა ტერორიზმის განვითარების პრევენციის ფაქტორის, ტერორიზმის წარმომშობი გარემოს გადაგვარება-ჩანაცვლების საშუალების მნიშვნელობა, მაგრამ ის მაინც აქტუალურ ელემენტად დარჩა. ამ შემთხვევაში ნატო-ამერიკის სამხედრო ექსპანსია (გაფართოების ეფექტის რეალიზაცია) კვლავ ფორმის მანიის კლასის ერების ლოკალიზაციის არეებზე იყო ორიენტირებული, მხოლოდ, უკვე, ე.წ. მესამე სამყაროში, და ამდენად კვლავ უზრუნველყოფდა ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოების ეფექტის რეალიზაციას, მისივე არეზე. ძლევის მანიის ეფექტი გახდა ორასპექტიანი: ერთ მხრივ, - გაერთგვაროვნების სტანდარტად ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის შენარჩუნებით (თუნდაც, უკვე, არა თვითმიზნად, არამედ პრევნციის ფაქტორად განხილულის), მეორე მხრივ, - ნაცვლად აღნიშნული პარადიგმის გავრცელების ამოცანისა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით სამხედრო კონტრიბუციების მიღებაზე ორიენტირებულობით (რაც მაგ. ერაყის შემთხვევაში მოხერხდა).

ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი (ნატო-ამერიკის სამხედრო ინსტიტუტი), ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენთან ერთობაში, და ძლევის მანიის კლასის რუსი ერი ძირითადად შეთანხმებული აღმოჩნდნენ სამხედრო ექსპანსიის არეების გაყოფის საკითხში. ვერ მოხერხდა მხოლოდ საქართველოს დაცალსაკუთრება. საქართველო მათი ერთობლივი ექაპანსიის არედ დაფიქსირდა. საქართველოს საკითხზე შეთანხმების შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: საქართველოს სტრატეგიული აქტივების პირველადი შესყიდვის ექსკლუზივზე რუსი ერის უფლების აღიარება, მისგან, აქ, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის მიხედვით საზოგადოების რეორგანიზაციის პროექტის ინიციირებიის არხელშეშლის (დენაციონალიზირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმირების პროექტში თანამონაწილეობის) შესახებ ვალდებულების აღების პირობით. ამ ძალების გარეგანი ზემოქმედებით და საქართველოს შიგნით მათი ინტერესების აგენტების მოქმედებით ორგანიზებულმა, მრავალასპექტიანმა და ფართომასშტაბიანმა, 1998 - 2003 წლების, საბოტაჟის პოლიტიკამ, რაშიც ჩართული აღმოჩნდნენ საერთაშორისო ფინანური ინსტიტუტებიც კი, საქართველო სტაგნაციის ჩიხში მოამწყვდია. საქართველოში შექმნილი ვითარება ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, დეზაქტუალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაციის და მდგრადობის კომპონენტებად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციების ინიციირების ან უკვე არსებულ (შემორჩენილ) ამგვარ ერთეულთა რეაქტუალიზაციის გამომხატველია. ეს არის არსი როგორც კანონიერი ქურდის ინსტიტუტის (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე”, მესამე ნაწილი) გააქტიურებისა, ასევე, საქართველოს ახალი დომინანტური პოლიტიკური დაჯგუფების, რომელიც საბოლოოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა ცნობილი, ჩამოყალიბების პროცესის არსი.

ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის არსებობა 1988 წლიდან ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობით იყო განპირობებული, ამდენად 1999 - 2003 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები (აღნიშნული ერთეულის სრული დეზაქტუალიზაცია) ეგეოსური ცივილიზიის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზასთან სრული შესატყვისობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი დესტრუქციული ასპექტის შემცველია, როგორც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის დათრგუნვის ლოკალური ფაქტი.

მართალია, ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ლიბერალიზმის პარადიგმის აქტუალიზაციის გამოხატულებას წარმოადგენდა (მისი მდგრადობის კომპონენტის რომელობის გათვალისწინებით), მაგრამ მასში ინიციატივას ინარჩუნებდა მისი ერით ქართველი კომპონენტი და ეს ერთეული რჩებოდა ამერიკელი ერისგან ქართველი ერის თავდაცვის მექანიზმად (დამსგავსებით გამიჯვნის ეფექტი). ე.წ. ვარდების რევოლუციის ანუ 2003 წელს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა ლიბერალიზმის პარადიგმას აქტუალობას უნარჩუნებდა ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის ფაქტორად (მსოფლიოს გაერთგვაროვნების სტანდარტი) და ქართველი ერისგან ინიციატივის მიტაცების და მისი თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესის ინიციირებისა და სტაბილიზაიციის მცდელობის გამოხატულებას წარმოადგენდა. ეს არის ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ ქართული საზოგადოების მიმართ გატარებული უკიდურესად ძალადობრივი პოლიტიკის ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან უკრიტიკოდ მხარდაჭერისა და, შეიძლება ითქვას, საამისოდ მისი წამქეზებლობის საფუძველი. მაგრამ ამ პროცესში ე.წ. საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების აგრესიის მნიშვნელობა, ქართველი ერისთვის მიყენებული ზიანის კატასტროფული მასშტაბის მიუხედავად, ვერ გასცდა მართვის მანიის კლასის ერის თვითორგანიზაციის პრინციპით - განსხვავების საფუძველზე ერთობის  ეფექტით - დაშვებული დესტრუქციის ჩარჩოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მძლავრი გარეგანი ზემოქმედების პირობებში საქარველოში განვითარებული მოვლენების მთავარ ინიციატორად მაინც, მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, ქართველი ერი დარჩა:

- მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლება, ზედმიწევნით ზუსტად ასახავდა საქართველოს საკითხზე ხსენებულ გარეგან ძალებს შორის 1998 წლიდან მოქმედ ახალ შეთანხმებას, რაზეც მეტყველებს ე.წ რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ორკომპონენტიანი სტრუქტურაც - რუსეთის და ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის ლობისტური ჯგუფების, შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის ფრაქციების (კლანების), გაერთიანებად მისი ჩამოყალიბების ფაქტი - ქართულ საზოგადოების მიმართ ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ძალადობა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ახალი რეალიზაციის სხვა ამგვარ წარმონაქმნთა (ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა) მიმართ წარმოებულ, მათი სრული გაუცხოებიკენ, შესაბამის მდგრადობის კომპონენტებთან მათი სრული ასიმილაციისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებად იდენტიფიცირდება.

[მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვითრეალიზაციის უმაღლესი ხარისიხი გულისხმობს მის მიერ ამა ერის ყველა სხვა ამგვარ წარმონაქმნთა ამა ერისგან სრული გაუცხოების ხელშეწყობას, ამა ერის უკანასკნელ ამგვარ წარმონაქმნად თვითდადგენისთვის, როგორც მისი არსებობის ფაქტში მართვის მანიის ეფექტის პირდაპირი და შეუზღუდველი რეალიზაციის მოთხოვნის დამყენებელ პირობას - იხ. ავტორის წერილი “სომხობა, როგორც ქართველობის ერთ ერთი ფარული გარეგნული მოდუსი” ]

საქართველოს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად, მდგრადობის კომპონენტად ძალევის მანიის ეფქტის ფენომენით (რომელიც გაერთგავაროვნების სტანდარტად ლიბერალიზმის პარადიგმის აქტუალიზაციაშია გამოხატული), იდენტიფიკაციის სასარგებლოდ მეტყველებს ამ ხელისუფლების პირობებში ქართული სახელმწიფოებრიობის რეფორმირება-რესტრუქტურიზაციის პროცესის რუსი ერისგან გამიჯვნის ტენდენციასთან ასოცირებულობაც (დამსგავსებით გამიჯვნის ეფექტი). გარეგანმა მხარდაჭერამ (რაშიც საწყის ეტაპზე ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტისადმი სოლიდარული იყო რუსი ერიც) მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს საშუალება მისცა დიდად შევიწროვებინა სხვა ამგვარი ერთეულები, მათზე ქართველი ერისგან მათი ჩამოშორება-გაუცხოებისკენ მიმართული ზეწოლის სტაბილიზაციითა და ინტენსიფიკაციით.

საქართველოს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის შედეგთაგან უნდა დასახელდეს: ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას ფაქტობრივად ჩამქრალ-კონსერვირებული კონფლიქტების, რეაქტუალიზაცია და, შედეეგად, “აფხაზობის” და “ოსობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების, მდგრადობის კომპონენტებად, შესაბამისად, ადიღელი და ალანელი (ირონელი) ერებით, ქართველი ერისგან განდგომის რეაქციის ახალი ძალით განახლება, რაც ხელს უწყობს მათი გარუსების ტენდენციის გაძლიერებას; “სომხობის” როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების ორკომპონენტიანი კონგლომერატის, მდგრადობის კომპონენტებად არმენიელი ერით და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით, არმენიზაციის ტენდენციის გაძლიერება; “აჭარლობის” (მაჰმადიან აჭარელთა და, საზოგადოდ, საქართველოში მცხოვრებ ქართველური წარმოშობის მაჰმადიან ეთნოსთა) და “ბორჩალოობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების, მდგრადობის კომპონენტებად აზერბაიჯანულ-თურქული სამყაროთი,  ქართველი ერისგან ჩამოშორების ტენდენციების, შესაბამისად,  გაღვივება და გაძლიერება; “ქისტობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ჩეჩენი ერით, ჩეჩენიზაციის ტენდენციის გაძლიერება.

ცალკე უნდა გამოვყოთ კანონიერი ქურდის ინსტიტუტთან ასოცორებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის შემთხვევა, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის რუსული ფენომენის ერთ-ერთი ასპექტით. ის, როგორც, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით,  მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვისებრივი კონკურენტი, სურლი განადგურების ობიექტად დაფიქსირდა. მართალია, ეს ამოცანა, ერთი შეხედვით არ ჩანდა ძნელი, რადგან კანონიერი ქურდის ინსტიტუტთან ასოცირებული აღნიშნული წარმონაქმნი ჯაბა იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ მოკლებული აღმოჩნდა დეკრიმინალიზაციისკენ მისწრაფებას და საამისო პოტენციას. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. როგორც ავტორის წერილში “მესამე ქართველი - ედურდ შევარდნაძე” (ნაწილი მესამე) იქნა ნაჩვენები, კანონიერი ქურდის ინსტიტუტი ქართული საზოგადოებისთვის გარედან თავსმოხვეული სამართლებრივი პრაქტიკის (მაშინ - რუსულის) ქართველი ერის ფსიქოტიპთან შეუსატყვისობით განპირობებულ, ალტერნატიულ სამართლებრივ პრაქტიკაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, თუმცა კომპრომისულ, მაგრამ დროით გამოცდის გადამტან რეალიზაციას წარმოადგენს და, ამგვარი დანართი ფუნქციის სადღეისოდაც აქტუალობის (ამჯერად, დასავლური სამართლებრივი პრაქტიკის ინიციირებული მოძალების) გათვალისწინებით, ამ კრიმინალური ინსტიტუტის ლიკვიდაცია შესაძლებელია, ან ქართველი ერის სრული თვისებრივი ტრანსფორმაციის პირობით (რასაც ცდილობდა მაგრამ ვერ მოასწრო ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ), ან საქართველოში ოფიციალურად ქართველი ერის თვისებრივი ტიპის  შესაბამისი სამართლებრივი პრაქტიკის შემოღებით. ეს უკანასკნელი ვარიანტი ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირებას გულისხმობს. 

საქართველოს ე.წ რევოლუციური ხელისუფლების და მისი გარეგანი მხარდამჭერი ძალის მიერ ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის მცდელობაში ზემოქმედების მთავარ ობიექტად მაინც ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი იყო, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით.

ეს  ერთეული აგრესიის მთავარ ობიექტად დაფიქსირდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის, როგორც 1968 - 2003 წლებში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის დომინანტი ერთეული (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე”, ნაწილი მეოთხე), ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი ფენომენურ გამოხატულებად ჩამოყალიბდა, არამედ, მისი მოცემულობის კონკრეტულობის ხელშეწყობითაც.

- როგორც აღინიშნა, მართვის მანიის კალსის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვისებრივი ტრანსფორმაციის ძირითადი საშუალებაა საკუთარ მდგრადობის კომპონენტთან მისი ასიმილაცია. განსახილველ შემთხვევაში ეს იყო ამერიკელი ერი. ამრიგად ქართველ ერის მიმართ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის აგრესიის ამოცანა - ქართული საზოგადოების, მომავლის საზოგადოების პროტოტიპად დასახულ, ამერიკული საზოგადოების ახალ დანართად გადაქცევის მცდელობა, არსებითად დაემთხვა ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის მიმართ მიხეილ სააკაშვილთან ასოცორებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აგრესიის ამოცანას. ეს არის ამ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების სოლიდარობის საფუძველი, რაც ნარჩუნდება დღემდე.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების დამყარების ფაქტის ქართველი ერის თვითორგანიზაციის გამოხატულებად (მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციის ინიციირებად) იდენტიფიცირებადობის გათვალისწინებით, ამ მოვლენას, საზოგადოდ, არ უნდა მოეტანა კატასტროფული მასშტაბის (ვერკონტროლირებადი) დესტრუქციული შედეგები. ეს ასეც იქნებოდა რომ არა ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალება, რამაც ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდში რეგრესული ძალების დაწინაურება მოიტანა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მოვლენა ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის შესაბამისი მოდუსით უნდა განვითარებულიყო, მიხეილ სასაკაშვილი კი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შედეგად ერთპიროვნულად დაეუფლა ინიციატივას (რითაც, სხვათა შორის საქართველოს საკითხზე საგარეო ძალებს შორის აღნიშნული შეთანხმებაც დაირღვა), მისგან განსხვავებით, ძალიან შორსაა მეცნიერებისგან. ამდენად პროცესებმა დაკარგეს ქართველი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურთან შესატყვისობა, რაც განათლების სისტემის და მეცნიერების ინსტიტუტების სასტიკი რბევის კამპანიის გაჩაღებაში აისახა. ქართველი ერისთვის ამით მიყენებული დანაკლისის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ქმედების ამ ასპექტს ვერაფერი გაამართლებს. ახსნა კი შეიძლება მოეძებნოს: აღზრდის სისტემა, რომელმაც დაუშვა ამდენი ინდივიდის მათი წარმომშობი საზოგადოებით წარმოდგენილი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურამდე ვერ მიყვანა, ფუნდამენტურ გადასინჯვას საჭიროებს.

საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდთან დაკავშირებულ მოვლენებში საგულვებელია კიდევ ერთი ასპექტიც. ეს პოლიტიკური გუნდი ძირითადად 1960-იან და 1970-იან წლებში დაბადებულ პირებს აერთიანებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მის წევრთა ნოოონტოგენეზის მნიშვნელოვანი ნაწილი ქრონოლოგიურად მოქცეულია ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 - 1987 წწ.), ეს გარემოება (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოოდ სტაბილიზაციის გარდაქმნა აქტუალიზებული იყო) პირობაა ამ გუნდის წევრთაგან ნაწილის მაინც ცხრომის მანიის კლასის ერის წარმომადგენელ პიროვნებებად ჩამოყალიბებულობისა (მათი ნოოონტოგენეზის ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ფიქსაციის მნიშვნელობით რეალიზებულობისა). ამრიგად, შესაძლებელია საქართველოს ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის წევრთა ნაწილი ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტის შემადგენელ საქართველოშივე ფორმირებულ ელემენტს წარმოადგენდეს. ნოოონტოგენეზის ამგვარი კონკრეტულობის მიხედვით, ეს ელემენტი არა თუ ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლური ფენომენის, არამედ თვით ამერიკელი ერის წარმომადგენლადაც შეიძლება იდენტიფიცირდეს, რაც ქართველი ერის მიმართ მათი აგრესიის საკუთარი ერის წინააღმდეგ მოქმედებად ვერ შეფასებადობის პირობაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის რეორგანიზაციაში მიღწეული წარმატებები (როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანწილად გარე ძალებს შორის საქართველოს საკითხზე გარკვეული შეთანხმების მიღწევის შედეგად, საბოტაჟის შეწყვეტის შედეგი), ვერ შეფასდება ქართველი ერის თვითორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებად, ანუ ამ შედეგით ვერ გამართლდება ქართულ საზოგადოებაზე წარმოებული ძალადობა (განსხვავებით რუსეთის იმპერატორის, პეტრე I-ის შემთხვევისგან, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მისი რეფორმების შედეგებმა გაამართლეს), რადგან ეწ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმები არა გარე სამყაროს პირისპირ ქართველი ერის ინტერესების დაცვის უნარის განვითარებად, არამედ ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილის სხვა ერის დანამატად ქცევის პროცესში წინსვლის გამოხატულებად იდენტიფიცირდება. ასე, რომ ეს ასპექტი ვერაფერს დადებითს ვერ სძენს საქართველოს ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის იმიჯს.

* * *

როგორც წერილის პირველ ნაწილში აღინიშნა, ცხრომის მანიის კლასის ერად მისი ტრანსფორმაციის მცდელობისადმი ქართველი ერისგან მაქსიმალური წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო სქესობრივი ქცევის პარადიგმების საკითხში, ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ ძალდატანებაც ამ ასპექტით იყო მეტად მძიმე. საქმე ისაა, რომ ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო სქესობრივი ქცევის პარადიგმას ახასიათებს ერთ-ერთი ისეთი ასპექტიც, რომელიც მართვის მანიის კლასის ერისთვის მიუღებელია და, რომელიც მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც აკრძალული რჩება:

- ერთი მხრივ, ცხრომის მანიის სათანადო ონტოლოგიური სტიქიის - "ნაწილის პირველადობის პრინციპის" მიხედვით, პიროვნება, როგორც მთელი, მისი პოტენციების, როგორც მის მიმართ პირველადი ონტოლოგიური საწყისების, გაერთიანებად წარმოიდგინება; ე.ი. იგულისხმება, რომ არა პიროვნება ეწევა თვითრეალიზაციას მისი პოტენციების აქტუალიზაციით, არამედ თავად პიროვნებაა ამ საწყისთა (მის ფენომენში გამოვლენილ პოტენციათა) აქტუალიზაციის ლოკალური და კერძო ფენომენური გამოვლინება და, რაკი, ერთ-ერთ ასეთ საწყისად მოიაზრება სქესიც (გინდ ნოოსფერულ და გინდ ბიოსფერულ ფაქტორად წარმოდგენილი), გამოდის, რომ ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის მიხედვით, სქესობრივი საწყისის აქტუალიზაცია შესაძლებელია პიროვნებთა, როგორც მის მიმართ მეორად ფენომენთა, ნებისმიერ, მათ შორის, ბიოლოგიური სქესის მიხედვით ერთგვაროვან, სიმრავლეზე; ე.ი. ცხრომის მანიის ეფქტის რეალიზაციის გამოხატულებად სქესობრივი საწყისის აქტუალიზაცია დაშვებულია ნებისმიერი მოდუსის ჯგუფურ აქტად - ორივე სქესის ან ერთი სქესის მაინც ერთზე მეტი პიროვნების მონაწილეობით რეალიზებულ სქესობრივ თანაქმედებად; ეს ნიშნავს იმას, რომ, ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურებში დაშვებულია ჰომოსექსუალიზმიც (შევნიშნავთ რომ, აქ, დაშვებულია, ასევე, აღნიშნულის საწინააღმდეგო პოზიციაც, ხოლო პოზიციების დაპირისპირებას არბილებს ამ თვისებრივი ტიპის ერების უმთავრესი მახასიათებელი - თავისუფლების კატეგორიის პრიმატი);

- მეორე მხრივ, მართვის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის პრინციპი, -  განსხვავების საფუძველზე ერთობის ეფექტი, - ადამიანის შემთხვევაში ბიოლოგიური სქესობრივი სხვაობის ვიზუალურად მკვეთრაღქმადობის საფუძველზე, განსხვავებული სქესის პიროვნებათა ურთიერთობის გადამეტფასების, მოურთიერთობე თუ დამსწრე პიროვნებათა მიერ სიტუაციის არაადექვატური აღქმის და,  შედეგად, მათში მკვეთრი დისკომფორტის განმაპირობებელია; ამგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის არიდების მცდელობა, მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენ საზოგადოებაში, სქესის ფუნქციის გაუქმებულობის ჯგუფების ფორმირების ტენდენციაში აისახება, მათ შორის,  გარკვეული სოციალური ინსტიტუტების სათანადოდ რეფუნქციონალიზაციით, როგორიცაა, ქართული ტრადიციის მიხედვით, მაგალითად,: ნათელმირონობა, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, ძუძუმტეობა, შვიდი თავის პრინციპით შემოსაზღვრული ნათესაობა, თემის წევრობა, მეზობლობა, მეგობრის დედ-მამის შვილობა, თანაკლასელობა და ა.შ.; ამასთანავე, რადგან აღნიშნული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მექანიზმი თავისთავად გაუქმებულია ერთი სქესის პიროვნებათა ურთიერთობაში, მართვის მანიის კლასის ერში, ერთი სქესის პიროვნებათა სიმრავლები ისახება ფსიქოლოგიური კომფორტის ჯგუფებად: - ორი პიროვნების ურთიერთობა ამგვარ ჯგუფებში დაზღვეულია გადამეტფასებისგან ანუ ურთიერთობის შინაარსი მოურთიერთობე და დამსწრე პიროვნებათა მიერ ფასდება ადექვატურად, ფაქტობრივ ხდომილებათა მიხედვით;

- ამრიგად, მართვის მანიის კლასის ერი, როგორც საზოგადოებრივი ერთობა, ყოველდღიური ყოფის მოვლენების ასპექტში, არსებითადაა დამოკიდებული საპირისპირო სქესების ჯგუფების არსებობაზე, აღნიშნული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოხნის მათეულ პოტენციაზე: - სქესის ფუნქციის ნიველირების სხვა, ზემოთხსენებული (რეფუნქციონალიზირებული) ინსტიტუტებით განსაზღვრული ჯგუფები ვერ იქნება საკმარისი პიროვნების ყოველდღიური საქმიანობის ასპარეზად; ამდენად ჰომოსექსუალობის შესაძლებლობის მხოლოდ დაშვებაც კი, ანუ დაშვება იმისა, რომ მართვის მანიის კლასის ერის წევრ პიროვნებათა სქესის მიხედვით ხილული იგივეობა შეიძლება სქესობრივი ფუნქციის მიხედვით სხვაობას არ გამორიცხავდეს, გამოიწვევს ფსიქოლოგიური კომფორტის ამ, მთავარი ჯგუფების ლიკვიდაციას, მათი ფუნქციის გაუქმებას და, ამდენად, მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის უმთავრესი ტაქტიკური რესურსის განადგურებას. ეს არის მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმორებისთვის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც კი, ჰომოსექსუალიზმის ფაქტორის გამოყენების რადიკალურად აკრძალულობის პირობა. მისი ტრანსპლანტაციის მცდელობის მიმართ მართვის მანიის კლასის ერთა რეაქცია მათი თვისებრივი ტრანსფორმაციის მცდელობაში მიღწეული წარმატების თუ წარუმატებლობის უტყუარი მაჩვენებელია. ამით აიხსნება ე.წ. საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების ძალადობრივ არსენალში ამ მიმართულების სქესობრივი თემატიკის აქტუალობა.

რადგან,  ე.წ.  არატრადიციული სქესობრივი ორიენტაცია, მისი ფსიქოლოგიური ასპექტით, იდენტიფიცირდება ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციაში დაშვებულ მომენტად, იძულებული ვართ აღვკვეთოთ ამ ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ, იმ პირობით, რომ, როგორც ფსიქიკური სტიქიების ეფექტების ყველა სხვა ფენომენს, მასაც შეესაბამება განსაზღვრული საარსებო (მისი დაშვებულობის) არე, კერძოდ, ცხრომის მანიის კლასის ერების წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობათა წიაღი. ის, სწორედ, იქ გამოდის გარკვეული კონსტრუქციული ფუნქციის ფაქტორად. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის არა უმნიშვნელო ნაწილი შექმნილია ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა წარმომადგენელ პიროვნებათა მიერ.

შევნიშნავთ, რომ ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური გამართლების “მიგნების” შემთხვევაშიც კი (სინამდვილეში ამ მოვლენის გავრცელებას ხელს უწყობს აღზრდის სისტემაში ნოოონტოგენეზის პირველი საფეხურის ამოცანების არასრულყოფილად ასახულობა) რჩება მართვის მანიის კლასის ერების (ასევე, ფორმის მანიის კლასის და ძლევის მანიის კლასის ერების) მიერ მისი უარყოფის აუცილებლობა: ერი (ნოოსი) არ არის ბიოსფეროს ფენომენი (მას ანალოგიც კი არ მოეძებნება ბიოსფეროში) და, საზოგადოდ, ერთა ყოველი თვისებრივი ტიპისთვის მოიძებნება ადამიანის ისეთი ბიოლოგიური მახასიათებელი, რომელის ინსტიტუციური ლეგალიზაცია და კულტურაში ასახვა დაუშვებელია, ანუ რომელიც, კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერის წევრ პიროვნებათათვის, მუდამ, დაფარვის და ნიველირების ობიექტად დარჩება (ხოლო, ზოგიერთი მახასიათებლის - არაერთი აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესის - დემონსტრაციული ქცევით წარმოდგენა საყოველთაოდ აღიარებულია დამსწრე საზოგადოების შეურაცხყოფად).

მაგალითად, ადამიანის ბიოსახეობის შესაბამისი სქესობრივი ქეცვის მოდელის მიხედვით, მდედრობითი სქესის ინდივიდის, მისი ნებელობისგან და  სათანადოდ მისი მზაობისგან დამოუკიდებლად, ვიზუალურად გამომრჩეველი მახასიათებლების მამრობითი სქესის ინდივიდის სქესობრივად  გამომწვევ პრიმატულ სასიგნალო ფაქტორად წარმოდგენილობა, ცხრომის მანიის კლასის ერების შემთხვევაში, ნიველირების ობიექტადაა ქცეული, რაც არის ფემინისტური მოძრაობის არსი (ამრიგად, არაა შემთხვევით ფემინიზმის პოპულარობა ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში). მართვის მანიის კლასის ერის სათანადო სქესობრივი ქცევის მოდელი კი, სწორედ, ადამიანის ამ ბიოლოგიური მახასითებლის ერთგვარი ნოოსფერული განვითარებაა (იხ. ავტორის წერილი “კოლხი მედეა, როგორც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაცია”), რაც საქართველოში ფემინიზმის უსაფუძვლობის ამხსნელია. 

 * * *

2004 - 2006 წლებში მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის გამოხატულებად, საქართველოს ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ, მნიშვნელოვანი საგარეო მხარდაჭერის ხელშეწყობით, მოახდინა საქართველოში 2003 წლამდე არსებული პარიტეტის სახელმწიფოებრივი თუ არალეგალური მექანიზმების ნგრევა და, 2006 წლიდან გააძლიერა ე.წ. საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპონენტების და არამხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა, პირველ რიგში ედუარდ შევარდნაძესთან ასოცორებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დეზაქტუალიზაციის ტენდენციის გამოხატულებად, და შეუდგა მისი ფუნქციური კონკურენტის - კაონერი ქურდის ინსტიტუტის ლიკვიდაციას, რაც, როგორც შემდეგ ინფორმაციის გაჟონვით გახდა ცნობილი, უსასტიკესი, არაადამიანური მეთოდებით ხოლრციელდებოდა, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის დაძლევის გეგმის შესაბამისად, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შემუშავებულ იქნა თავისუფლების ინსტიტუტის სახელით ცნობილ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების მიერ (საზოგადოდ, ე.წ. არასამთავრობო სექტორი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების აგენტია, რომელიც კონკურენტ ერთეულთა სისტემად ყალიბდება და, შედეგად, მაღალი მოქნილობით ხასიათდება). ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების პირობებში საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებები იქცა ტოტალური პოლიტიკური ტერორის მექანიზმად, რომელიც არა მხოლოდ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ლიკვიდაციის ამოცანას, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბების ყოველგვარი რესურსის აღკვეთას ემსახურებოდა. ერთდროულად იქმნებოდა ფსევდოოპოზიციის სექტორი. ძალისმიერი მეთოდებით დაჩქარდა რეალიზაცია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული პროექტებისა. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მოტივით ინიციირებულ იქნა საქართველოს აქტივების გაფლანგვის პროცესი.

2007 წელს საქართველოს რკინიგზის უცხოურ კომპანიისთვის გადაცემის და მდნარეთა აუზების წიაღისეულიანად გაყიდვის პროექტები იქნა წარმოდგენილი. ძალის გამოყენებაში ზომიერების დარღვევის პიკიც ამ წელს დაფიქსირდა - თბილისში 7 ნოემბრის მშვიდობიანი  აქციის დარბევისას გამოვლენილმა სისასტიკემ შეუძლებელი გახადა დასავლური სამყაროს მიერ ძალადობრივი პოლიტიკის რეციდივების იგნორირების გაგრძელება. იმიჯის გადასარჩენად მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, რა თქმა უნდა გაუკუღმართებული საარჩევნო სისტემის იმედით. შეიქმნა შესაძლებლობა საქართველოში მოვლენების რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით განვითრებისა.

ამ ახალი შესაძლებლობების წარმოშობა აიხსნება ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასასრულის დადგომით: ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, არ შეიძლება ინიციატივის მატარებელ ელემენტად დარჩენილიყო.

ვითრების ამგვარმა შეცვლამ საფუძველი მისცა ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის განვითარებას, რის პერსონიფიკაციად შეიძლება დავასახელოთ ლევან გაჩეჩილაძე. საქართველოში მოვლენების განვითარების ეს ასპექტი ეგეოსური ცივილიზაციის წინა ფაზის ინერციის (წინა ფაზაში აქტუალური მაგრამ ალტერნატივების კონფლიქტით დათრგუნული ტენდენციების გაღვივების) ამსახველია. ხოლო, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის დადგომასთან დაკავშირებით მთავარი მოვლენები, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების აქტუალიზაციაში უნდა ასახულიყო. ამის პირველი მაგალითია ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერად ბადრი პატარკაციშვილის დაწინაურება, რაც შეიძლება გადაქცეულიყო აქტუალიზაციად მდგადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, რომელიც ტრადიციულად  “ურიობის” სახელითაა ცნობილი. სამწუხაროდ, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩვნებისთვის მზადების პროცესში, ეგეოსური ცივილიზაციის  წინა ფაზის მოვლენების ინერციამ დროებით გადასძალა ახალი ფაზის დასაწყისის მაუწყებელი ტენდენცია. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ოპოზციური ძალების ერთ–ერთმა ძლიერმა დაჯგუფებამ ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა საკუთარ კანდიდატად. ბადრი პატარკაციშვილის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარმოდგენის  შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გაცილებით ძნელი იქნებოდა. ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, რაც არჩევნებიდან მცირე ხანში მოხდა, მასთან ასოცირებული ალტერნატივის გავლენის შემცირება განაპირობა.

მოვლენების განვითარებაზე სუსტი აღმოჩნდა გავლენა “სომხობისა”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენელი ერით. ეს ელემენტი დათრგუნა, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული (წინააზიური) ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის გავლენამ, რომელიც, მისი მდგრადობის კომპონენტის (ცხრომის მანიის კასტური ეექტის არმენიული ფენომენის) არმენიელ ერთან საარსებო მიმართების საფუძველზე, ამავე სახელით (“სომხობა”) არის ცნობილი (იხ. ავტორის წერილი ამ თემაზე) და, თვისებრიობის მიხედვით, ადაპტირებადია ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენთან, ანუ აქტუალიზირებადია და იდენტიფიცირებადი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის ელემენტად. ამ უკანასკნელს ეგეოსური ცივილიზაციის ახალ, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის კავკასიურ პოლიტიკაში აქტიური ფუნქციაც დაეკისრა.

საქმე ისაა, რომ ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით გაუქმდა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის გაერთგვაროვნების სტანდარტადაც კი გამოყენების შესაძლებლობა; ამან კიდევ ერთხელ შესცვალა კავკასიაში ძალთა ბალანსი. როგორც მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მესვეურებმა სცადეს გაეცვალათ საქართველო, სადაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბება (ტერიტორიის დენაციონალიზაცია), არმენიაზე, რომელიც ამ დრომდე  რუსეთის ერთგულ მოკავშირედ რჩებოდა (არმენიაში ალტერნატიული პოლიტიკური მიმდინარეობის განვითარება აღიკვეთა 1998 წელს მისი ლიდერების დემონსტრაციულად ლიკვიდაციის შემდეგ). ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება. რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის პირობებში შესაძლებელი ხდება თურქული სამყაროს განწყობა არმენიის წინაშე ტერიტორიული დათმობებისთვის, ანატოლიის და შუააზიის მაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის არმენიის გავლით გამართვის სანაცვლოდ. მაგრამ ამ პროექტის რეალიზაციისთვის არმენიის უსაფრთხოების გარანტად ნატოს, და ამდენად, ამერიკის მონაწილეობის აუცილებლობა დასავლეთ ევროპის ერებისთვის (პირველ რიგში, გერმანელი და ფრანგი ერებისთვის) სარტანზიტო დერეფნის ამ პროექტით რეალიზაციას მიუღებელს ხდის, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ ალტერნატიული ენერგო მომარაგების არხს, რომელიც რუსეთის და ამერიკის გარიგების ობიექტის მდგომარეობისგან დასავლეთ ევროპის თავდახსნისთვისაა აუცილებელი, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში. ამით აიხსნება პრეზიდენტ სარკოზის აქტიური ჩარევა, რამაც მოიტანა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შეფერხება.

საქართველოს და არმენიის გაცვლის აქტის ჩაშლის შემდგ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები შეუდგნენ თავისუფალი ეკონემიკური ზონის საქართველო-არმენიის კონფედერაციის ბაზაზე ეტაპობრივი პროექტის სახით რეალიზაციის მცდელობას: იგულისხმება თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჯერ თბილისის გადაქცევა (რასაც ემსახურებოდა საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პროცესის ინიციირება), შემდგომ საქართველოს არმენიის და პერსპექტივაში მთელი კავკასიის ეკონომიკური აქტივების თანდათან, ეტაპობრივად მის დაქვემდებარებაში მოქცევის ხელშეწყობა (იხ. ავტორის წერილი “ქართული გორდიას კვანძი”).

ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამ მოიტანა გავლენის ზრდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, როგორც, მდგრადობის კომპონენტად ფრმის მანიის ეფექტის ფენომენით (ბიზანტია), ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ელემენტისა (მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეა, ეკლესია, როგორც, საზოგადოდ, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ინსტიტუცია, აქტუალური რჩება ნოოონტოგენეზური ფუნქციით). ეკლესიის გავლენის ზრდას ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სტატუსის დამქვეითებელი საკანონმდებლო აქტით და ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის პრესის გაძლიერებით უპასუხა. ციხეებში ადამიანთა წამების პრაქტიკამ პიკს მიაღწია, პატიმართა რიცხვის ზრდის დაჩქარების ფონზე. 2012 წლისთვის პატიმართა რიცხვის მაჩვენებლით საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით “მოწინავეობდა”.

აგრესიის ეს ზრდა მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგარდობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის დადგომით მისი დეზაქტუალიზაციის ტენდენციის პირობებში. მაგრამ ამგვარმა რეაქციამ, პირიქით, დააჩქარა აღნიშნული ტენდენციის განვითარება. საქმე ისაა, რომ, ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის (ასევე, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენების) აქტუალობის შენარჩუნების მთავარ რესურსად დარჩა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობა, რასაც აღნიშნული (მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული) ერთეული თავისი აგრესიით თვითონვე დაუპირისპირდა. ეს ნიშნავს მის სრულ თვითდისკონსტრუქტივიზაციას. ამით მან ინერციით გააგრძელა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილისაციის გარდაქმნის აქტუალობის ნიველირების ის პოლიტიკა, რომელმაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული (1988 წლიდან, მხოლოდ ამ ფაქტორზე დამყარებული), მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დეზაქტუალიზაცია განაპირობა.

ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ქართულ საზოგადოებაში ინიციატივის დაუფლებისთვის ოპტიმალურია, მდგრადობის კომპონენტად ფორმისმანიის ეფქტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის გამოხატულებად, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციის ინიციირება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (მის გარეგნულ ინსტიტუციურ ასპექტს) ითვალისწინებს თავისი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამოხატულებად (ეს ნიშნავს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობისთვის არჩეულისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის გატარებას). ამ მოთხოვნის შესაბამისი პროცესების უკანასკნელ ინიციატორად უნდა დასახელდეს “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ფენომენში ფორმის მანიის ეფექტის კასტურ რეალიზაციას ავლენს მისი მოქმედების გარეგნული სტილის მოვალეობის კატეგორიის პრიმატზე დამყარებულობა: იგი ცნობილია პიროვნებად, რომელიც არც ერთ სავალდებულო მოქმედების წესს არ არღვევს (“ბებერი ებრაელის” პარადიგმა), მოქმედებს, მხოლოდ, ლეგალური დაკანონებული წესების დაცვით და შეურყეველია ამ პრინციპის დაცვაში - მისი გავლენის არეალში არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს  სხვაგვარად არსებობის მოწადინეებს (“ანაკონდას” პარადიგმა);; მას, როგორც ქართველს, სიამოვნებს, ახარებს (სრულყოფილად თვითრეალიზაციის განცდას ანიჭებს) გაცემა, მაგრამ არსით გაცემის აქტის გამომხატველი მისი ქცევა შენიღბულია სხვაგვარად მოტივირებულობის დემონსტრაციით (როგორც მოითხოვს ამას მართვის მანიის ფსიქიკური სტიქია), კერძოდ, მოქმედების, გარეგნულად, მოვალეობის მოხდის გამომხატველ ქცევად წარმოდგენით; მისი ბიზნესსტრატეგია სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციურ გაძლიერების ხელშემწყობია და არა დასუსტების ( მაგალითად გამოდგება რუსეთის საპრივატიზაციო კამპანიაში გასაყიდ ობიექტებზე ფასების დაწევის ტოტალური კორუფციული მექანიზმის წინააღმდეგ მისი მოქმედება).

მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის ფენომენით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიციირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის მოვლენა შეიძლება მივიჩნიოთ ზვიად გამსახურდიასთან ასოცირებული ამგვარივე (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის საფუძველზე, ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის რესურსად გამოვლენილი, მაგრამ თანადროული ფაზის გავლენით დათრგუნული და დისკონსტრუქცირებული) ერთეულის კონსტრუქციულ აღორძინებად, რადგან სწორედ ამ ფენომენის აქტუალობის ჟამს (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე”, ნაწილი მეოთხე) გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი, თავისი პირველი მასშტაბური საქველმოქმედო აქციით (ახალი სამეურნეო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობის საქართველოს სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა).

ბიძინა ივანიშვილი, როგორც ახალი სახელისუფლო გუნდის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, თავისი ნოოონტოგენეზური განვითარებით შეესაბამება ქართველი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურს. ამის ერთ-ერთი შედეგია მის მიერ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გია დვალის ინიციატივის მხარდაჭერა, რაც წინა ხელისუფლების მიერ ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორების იმედს გვაძლევს.

ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დომინანტიზაცია, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის ფენომენით, ქმნის მნიშვნელოვან რესურსს საქართველოსთან დაკავშირებით ინიციირებული ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პროექტების შესაფერხებლად, მით უმეტეს, რომ მიმდინარე ცივილიზაციური ფაზის გავლენით ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის მნიშვნელოვანი დეზაქტუალიზაცია მოსალოდნელია თვით დასავლეთის სამყაროშიც. მაგრამ, ამასთანავე, ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობა ტოვებს შესაძლებლობას საპირისპირო ტენდენციის განვითარებისთვისაც. ამ შეაძლებლობის აქტუალობის მაჩვენებელია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან საქართველოს წინა სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის პოლიტიკის შენარჩუნებულობა. საამისოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია თბილისში ჩინური უბნის (თბილისური ჩაინათაუნის) მშენებლობის მიმდინარე პროექტიც, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების ხელშეწყობით იქნა ინიციირებული.

მსოფლიოს ქვეყნებში ჩინური დიასპორების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პროექტის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს: რაოდენობრივი მახასიათებლის მიხედვით^ჩინური ეთნომასივი მსოფლოს მასშტაბით რეგიონალური ეთნოგანსაკუთრებულობის დაძლევის მთავარ რესურსადაა მიჩნეული, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმა ჩინური დიასპორების გავრცელების საშუალებაა და, ამრიგად, ჩინელი ერი არ შეიძლება არ იყოს განწყობილი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის აქტუალობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის.

ამ მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინდოეთის ფაქტირის აქტუალიზაცია: ინდური საზოგადოება ლიბერალისტური მონოგლობალიზმის დოქტრინის მთავარ აქტუალიზატორად ჩამოყალიბების კანდიდატია. ინდოეთი მისი მემკვიდრეობაში ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამომხატველი ასპექტის მიხედვით, წარმოადგენს განსაკუთრებული თვისებრივი ტიპის ცივილიზაციას, რომელიც, პირველად ცივილიზაციათა მსგავსად, უწყვეტ სინქრონულ თანაარსებობაში, მუდმივად აქტუალურ მდგომარეობაში შეიცავს ოთხივე ფსიქიკური სტიქიის ეფექტების ფენომენებს. ასეთ შემთხვევაში დომინირებს ცხრომის მანიის ეფექტი, რომელიც მისი რეალიზაციის არეზე სამი სხვა ფსიქიკური სტიქიის ეფექტების ალტერნატიული რეალიზაციების ლოკალურ ფნომენებად დამშვებია, რაც არის ბრაჰმანისტული ვარნების (მითოსის საფეხური) და ინდუისტური კასტების (რელიგიის საფეხური) საზრისი. ე.ი. ინდური საზოგადოება არის ერთგვარი “ერი-ცივილიზაცია”, რომელიც დღეს, მისი დომინანტური ელემენტის მიხედვით, ეგეოსურ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის კლასის ერად ადაპტაციის პროცესსაა დაქვემდებარებული. სადღეისოდ მსოფლიო პროცესებში მისი შედარებით მცირე როლი აიხსნება იმით, რომ ინდური საზოგადოება ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე დგას. მაგრამ სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ეგეოსურ ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაშიც (რომელიც 2008 წეს დაიწყო და 2027 წლამდე გასტანს), რადგან ამ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობა საშუალებს აძლევს, მასში ცხრომის მანიის კლასის ერად ინტეგრაციის ტენდენციას დაქვემდებარებულ, ინდურ საზოგადოებას შეინარჩუნოს აქტუალობა და დასძლიოს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფხურზე გადასვლის ეტაპი. ინდოეთის მეგაპოლისებში, სადაც ეს პროცესი საკმაოდაა წინ წასული, მკვეთრად ჩანს ინდოელი ერის მთავარი სადღეისო პრობლემა: ამერიკული საზოგადოების გარშემო ცხრომის მანიის კლასის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერად რეკონსოლიდაციის გზაზე დამდგარი ინგლისურენოვანი სამყაროს სახით წარმოდგენილ, ცხრომის მანიის კლასის ერის ნოოფილოგენეზის მოთხე საფეხურის კონკრეტული რეალიზაციის გვერდის ავლის სიძნელე. შეიძლება ინდურმა საზოგადოებამ გაიზიაროს დასახელებული რეალიზაცია ცხრომის მანიის კლასის ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურისა და გახდეს ახალი ცენტრი ამ რეალიზაციისა (ცენტრის რიგით მეორე რედისლოკაცია, ინგლისიდან ამერიკაში მისი გადანაცვლების შემდეგ). ამ შემთხვევაში გარდაუვალია ცხრომის მანიის ეფექტის ამ ახალი ფენომენის ნოოფილოგენეზის რეტროსპექციული რეკონსტრუქცია და ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის მოცემულობად ინდური მემკვიდრეობის დაფიქსირება (თვით ინდოეთში ბუდიზმის რესტავრაციის პირობით). მაგრამ ინდოეთზე გაფართოებული ინგლისურენოვანი სამყაროს ეგეოსური ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერად ჩამოყალიბების პროცესი, ამ ცივილიზაციაში საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის ვერ დაძლევის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის აქტუალობის შენარჩნების) პირობებში, ინდური ცივლიზაციის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციის მოვლენაში შეიძლება გადაიზარდოს. ეს ნიშნავს ინდუიზმის პრიმატის შენარჩუნებას და მისეული კასტური სისტემის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით აქტუალიზაციას, მსოფლიო საზოგადოების მასში გამომწყვდევის პერსპექტივით. მსოფლიო საზოგადოების ინდოეთის ნიმუშით (თუნდაც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით) “ერი-ცივილიზაციად” ჩამოყალიბების მდგომარეობაში შესაძლო გადასვლის უარყოფით მოვლენად შეფასება  გამართლებულია იმით, რომ ცივილიზაციათა თვისებრივი ტიპი წარმოდგენილი ინდური ცივილიზაციით ეგეოსური ცივილიზაციით წარმოდგენილი თვისებრივი ტიპის ცივილიზაციებისგან განვითრების ნაკლები დინამიურობით გამოირჩევიან.

ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მიმდინარეობაში მოსალოდნელია ფორმის მანიის კლასის ერების დაწინაურება. მათ შორის საქართველოს მდგომარეობაზე გავლენის გაზრდის შესაძლებლობა გააჩნიათ: ჩინელ ერს, რომლის, უკვე, კომპაქტურად განსახლებული დიასპორის ფორმირების პროცესის ინიციირება მოასწრო საქართველოს ყოფილმა სახელისუფლო გუნდმა (მშენებარე თბილისური ჩაინათაუნი); გერმანელ ერს, რომელიც ევროპის ფორმის მანიის ეფქტის ფენომენად რეორგანიზაციის ინიციატორად და ჩინელი ერის მიმართ პარიტეტის მთავარ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს; თურქ ერს, რომელიც, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული სამყაროს ფორმის მანიის კლასის ერად კონცოლიდაციის პროცესში წარმატების მოპოვებას შესძლებს, და რომლის დიასპორაც სწრაფად ვითარდება, ასევე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების “ღვაწლით”; არაბ ერს, რომელიც თანადროული ფაზის ხელშეწყობით რეკონსოლიდაციის გზას დაადგა (რაც გარეგანი ძალების გავლენამ დროებით ჩაახშო) და ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის მისწრაფებას ავლენს, რაშიც წარმატების შემთხვევაში რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას წინააზიასა და აფრიკაში; ირანელ ერს, რომელსაც გარეგანი საფრთხეების წინაშე შიშის დაძლევის შემთხვევაში (რაშიც რუსეთის ტექნოლოგიური და პოლიტიკური მხარდაჭერა ეხმარება) შეუძლია სწრაფად დასძლიოს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპი; უკრაინელ ერს, რომელიც ახლა განიცდის სტაბილიზაციის პროცსს და საჭიროებს საგარეო ურთიეთობებში წარმატებას, გამორჩეულობის ცნობიერების გასამართლებლად. თითოეული, ამ ერთაგან და, ასევე, ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენი, რომლის აღორძინებაც შესაძლებელია, შეიძლება მოგვევლინოს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის დომინანტი ერთეულის მდგრადობის კომპონენტად, ქარველი ერის თავდაცვითი რეაქციის მთავარ ობიექტად. ამასთანავე, ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის გათვალისწინებით, მიმდინარე ფაზაშივეა შესაძლებელი აქტუალურ ელემენტად დაფიქსირდენენ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფები სხვა თვისებრივი ტიპის მდგრადობის კომპონენტებით, როგორებიცაა მაგ.: ძლევის მანიის კლასის რუსი ერი; ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი და ინდოელი ერები.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზა, მიუხედავად მისი გავლენით საერთაშორისო კონფლიქტების რისკის ზრდისა, დამშვებია მსოფლიო საზოგადოების სტრუქტურიზაციის გამოხატულებად ოპტიმალიზმის პარადიგმის ინიციირებისა, რასაც ქართველი ერის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მსოფლიო ცივილიზაციაში მისი ღირსეულად წარმოჩენისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.