ანგელა მერკელი: არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება

ანგელა მერკელი: არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

„ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ საკითხზე კარგად ცნობილია. არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება და დღემდე ვერ ვხედავ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მიუხედავად, მე მინდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს თურქეთთან“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ლტოლვილების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირს და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას იხილავს, რაც ყველასთვის კარგი იქნება.