აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა

აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ მასობრივ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებს, რომელიც უსამართლოდ სჯის მათ, ვინც გაბედა სიტყვით გამოსვლა. კუბელ ხალხს აქვს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ისეთივე უფლება, როგორც ყველა ხალხს. შეერთებული შტატები მამაცი კუბელების გვერდით დგას, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებს“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა სანქციები კუბის თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფის ხელმძღვანელს დაუწესა.

კუბაში საპროტესტო გამოსვლები 11 ივლისს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს და მაღალ ფასებს, ასევე „კოვიდ 19-ის ეპიდემიის მართვის პროცესს აპროტესტებენ.