გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა

გერმანიაში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეული დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით 175 ადამიანი გარდაიცვალა, 155 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

სტიქიამ გერმანიის გარდა, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანა დააზარალა. ექსპერტების თქმით, ინტენსიური წვიმა გლობალური დათბობით არის გამოწვეული.