შეიძინე სასურველი წიგნები Extra-ზე

შეიძინე სასურველი წიგნები Extra-ზე

Extra.ge ქართულ რეალობაში არსებული მაღაზიების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმაა, სადაც მსურველი ყოველთვის იპოვის იმას, რაც გაუხარდება. 

ექსტრაზე წარმოდგენილია 550-ზე მეტი მაღაზიის 60 000-ზე მეტი პროდუქტი, ანუ ყველაფერი შენი კომფორტისთვის - ავეჯი ეზო/ ბაღისთვის, მსხვილი და წვრილი ტექნიკა, ტელევიზორები, მობილურები, ლეპტოპები, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის აუცილებელი პროდუქტები, სათამაშოები ბავშვებისთვის, წიგნები და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რისი ყიდვაც ონლაინ წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ ექსტრაზე მისი აღმოჩენა ძალიან გაგახარებს.   

წიგნების ფართო არჩევანი ექსტრაზე

სასურველი წიგნის, ლიტერატურის, სახელმძღვანელოს შესაძენად წიგნების მაღაზიაში სიარული აუცილებელი აღარ არის, რადგან Extra.ge -ზე წარმოდგენილია წიგნები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვის.

ექსტრა გთავაზობთ შემეცნებით წიგნებს თქვენი პატარებისთვის, რომლის საშუალებითაც ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები თან გაერთობიან და თან ისწავლიან ფერებს, რიცხვებს, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს შესაბამისი წიგნის მეშვეობით, ააწყობენ პაზლებს და.ა.შ. დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის ექსტრაზე სათავგადასავლო ლიტერატურაა წარმოდგენილი, თინეიჯერებისთვის, სტუდენტებისთვის  სხვადასხვა ჟანრის ბესტსელერებს გირჩევთ. საიტზე ასევე იპოვით ისტორიულ, რელიგიურ, ბიზნეს ლიტერატურას.

სადაც არ უნდა იყოთ, თბილისში, აგარაკზე, თუ ზღვისპირეთში, მიუჯექით ლეპტოპს, გადაათვალიერეთ ექსტრას წიგნების კატეგორია, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა და დაელოდეთ „ახალ ბიბლიოთეკას“, რომელსაც ექსტრას კურიერები მოგიტანენ მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ონლაინ შოპინგის დადებითი მხარეები

დასასვენებლად წასულს წიგნები სახლში თუ დაგრჩათ, ნუ ინერვიულებთ, რადგან Extra.ge-ზე შეძენისას, მიიღებთ შეკვეთას იქ, სადაც გაგიხარდებათ. თქვენ იყიდეთ, ჩვენ მოგიტანთ - ეს ერთი და სხვა მრავალი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ონლაინ შოპინგი უკვე შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფორმაა, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში საყიდლებზე სიარული, თუნდაც ისეთი ძვირფასი ნივთისთვის, როგორიც წიგნია, ძალიან რთულია. ეწვიე საიტს Extra.ge  და იპოვე, რაც გაგიხარდება. შენს ინტერესებზე და მოთხოვნებზე მორგებული წიგნები სწორედ ექსტრაზეა წარმოდგენილი.