კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია

„სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია, - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მკვლევრებმა ჩაატარეს. კვლევაში ჩართული იყვნენ ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ვლინდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რომელიც კოვიდ-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ დასტურდება. ამასთან, კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.