ხატია დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს

ხატია დეკანოიძე: არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს

არ გამოვრიცხავ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩვენი მსჯელობის საგანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ არგუმენტზე, რატომ არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

„ამნისტიის“ შესახებ კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიტანა და ის დათქმა, რომელიც მასშია ჩადებულია, ჩვენთვის მიუღებელი იყო. ეს არის არგუმენტაცია, რატომაც ჩვენ არ შევუერთდით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. გარდა ამისა, შეთანხმებას ალბათ, არღვევს „ქართული ოცნება“ სასამართლოსთან მიმართებაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს მაგალითად. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია უცვლელია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

amo აგიწიეს ხომ ყური, თუ მაგრები ხართ ნუ მოაწერთ
2 წლის უკან