კრემლში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

კრემლში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

კრემლში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებაში განხორციელებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ეკონომიკური თანამშრომლობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაქცინების ერთობლივი წარმოება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს.

„ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება რეგიონში სიტუაციის დარეგულირება. ვიცი, რომ თქვენ დიდ ყურადღებას უთმობთ და მნიშვნელობას ანიჭებთ ამას და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ ხერხდება კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნა.“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.