ფოკაჩა

ფოკაჩა

ინგრედიენტები

300   მლ. თბილი წყალი

7   გრამი მშრალი საფუარი

1   ს/კ შაქარი

500   გრამი თეთრი ფქვილი

1   ს/კ მარილი

60   მლ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

მომზადებ

ცომის მომზადება: ცალკე დავაყენოთ ცომის ხაში, დაახლოვებით 120 მლ/გ თბილი წყლის, საფუარისა და შქრის ნაზავით (დაველოდოთ ამოფუვებას). ფქვილი და მარილი გავცრათ და დავუმატოთ გამზადებული საფუარი, 2ს/კ ზეთი და დარჩენილი წყალი. კარგად მოვზილოთ თუ საჭირო გახდება წყალი კიდევ დავუმატოთ.ცომი გადავიტანოთ ფქვილმოყრილ წედაპირზე და კარგად გადავზილოთ სანამ ელასტიური არ გახდება, შემდეგ გადავიტანოთ ზეთწამუსმულ ფორმაში და დაველოდოთ  სანამ კარგად არ აფუვდება, აფუებულ ცომზე ზეთიანი თითებით ჩავჭყლიტოთ ცომი და დავალაგოთ სასურველ ფორმებად დაჭრილი ბოსტნეული.

ელექტროღუმელი გავახუროთ 230 გრადუსზე და შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ სანამ არ გაოქროსფერდება ფოკაჩას ზედაპირი.