ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ერთი რაკეტა „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო მეორე ღია ტერიტორიაზე დაეცა. ჩვენ მზად ვართ, ისრაელი ყველა ფრონტზე დავიცვათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.