თეა წულუკიანი: ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება! მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ

თეა წულუკიანი: ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება! მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ. მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გამოძიების მიერ ცალკე თავად გამოყოფილი, 5 ივლისს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის ფაქტი, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიების დეტალები მისთვის უცნობია. მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე ადამიანზე თავდასხმის ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ.

„რაც შეეხება საქმის გამოყოფას, გამოძიების სტრატეგიას, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მანდატი არ არის. გამოძიების დეტალები არ ვიცი და ვერ გეტყვით. ერთი ის ვიცი, რომ იქ, სადაც ხდება ადამიანზე თავდასხმა, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად უნდა ჩატარდეს. ყველა ის დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, ჩვენ ბევრი დაკავების ფაქტი ვნახეთ. არაერთი აღკვეთის ღონისძიება და თუკი არიან სხვებიც, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებული, ისინიც უნდა დააკავონ და გამოძიებამ უნდა დააყენოს შედგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად არ წავა.

ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები, არ მოუსმენენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა. ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ. მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა ის გეზიზღებოდეთ, რადგან მთავრობა რომ ამბობს, იქნება სირთულეები - ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს ვინმეს მიერ უნდა იყოს შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა“, - განაცხადა წულუკიანმა.