მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას ქვეყნის არვა სურს.
„ჩემი შეფასება არის - პროვოკაცია, როგორც მათი საფირმო ნიშანი. ეს არის ხალხი, რომელიც ვაჭრობს ადამიანის ტრაგედიით. იჩხუბებენ, დაწყნარდებიან, როგორც ყოველთვის. მათი მოთხოვნა არის ქვეყნის არევ. პრემიერის გადადგომაც არაფერ შუაშია. მათი მოთხოვნა არის ქვეყნის არევა. ქვეყანას თუ ავრევთ, დაუშვათ, მაშინ ესენი დაწყნარდებიან. მაგრამ არ ავრევთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.