მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსის ზღვართან იმოგზაურა

მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსის ზღვართან იმოგზაურა

ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი ხომალდის VSS Unity​-ის ბორტზე სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მასთან ერთად კოსმოსის ზღვართან ორი პილოტი და სამი მგზავრი გაფრინდა. ფრენა კარგად წარიმართა - ხომალდი დასახულ სიმაღლეზე (85 კილომეტრი) გავიდა და მგზავრებმა რამდენიმე წუთი უწონობაში გაატარეს, რის შემდეგაც VSS Unity დედამიწაზე დაბრუნდა.

ფრენა 1 საათს გაგრძელდა. Virgin Galactic-ი ხომალდზე 17 წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ამ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ვერაფერი მოგამზადებთ კოსმოსიდან დედამიწის ხედისთვის. ეს ჯადოსნური იყო“, - განაცხადა ბრენსონმა ფრენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.