ამირან სალუქვაძე:

ამირან სალუქვაძე: "გოუტყდა" იმ ბანაკში ყოფნა და გააძრო ხმალი ტრადიციების დასაცავად (ვიდეო)

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ნახეთ რას ლაპარაკობს?!

მოსკოვიდან ინფორმაციებს იღებს, სოეცსამსახურებიდან და თან მე-5 კოლონას ხელისუფლებას და საპატრიარქოს უწოდებს.

გააგრძელეთ მასე.

არადა, რასაც ბოდიალობს ევროპაზე პირდაპირ კრემლის მესიჯბოქსია. ლიბერალურ მოძრაობას ლანძღავს და ნაცმოძრაობის სიით შევიდა პარლამენტში. რა აჭრილები არიან. რაებს ლაპარაკობს?! რაღაც ახალი დავალება აქვს იქედან, იქედან...

მიხვდა, პარტიები ორ ჯგუფად დაიყო, პრაიდისტებად და სხვებად და "გოუტყდა" იმ ბანაკში ყოფნა და გააძრო ხმალი ტრადიციების დასაცავად. სასაცილოა".