საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს. საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია. აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვაშენებთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერის განცხადებაში.
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 245-ედ აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა, ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.