მამუკა მდინარაძე: საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა

მამუკა მდინარაძე: საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ სასტუმროში ერთდროულად იმყოფებოდნენ.

„მხოლოდ დღევანდელი ამბები:
1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად ,,გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად ,,ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა...
3. ,,ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა - ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.