გორკის ქუჩის N11-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

გორკის ქუჩის N11-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონში, გორკის ქუჩის N11-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან, ასევე, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ფანჯრები და კარის ღიობები ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 190 000 ლარია.
      
   
amo ჩუღურეთში რეაბილიტაცია გრძელდება. კარგია, მუშაობს ზურაბ ჩიკვილაძე ამხ. ვასაძევ. რა ეშველაბა დიდი დიღომის ავთანდილის ქუჩას?
3 წლის უკან