ჩუღურეთის რაიონში მერი შერვაშიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

 ჩუღურეთის რაიონში მერი შერვაშიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გოგი დოლიძის ქუჩაზე, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. 
პროექტის ფარგლებში  ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 260 000 ლარია.

მიმდინარე წელს ივერთუბანში ექვსი ქუჩა დაიგო. წლის ბოლომდე კიდევ 10 მოწესრიგდება.
პროექტის მიმდინარეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.

 

amo ყოჩაღ ჩუღურეთი! ანალოგიურს ველით ავთანდილის ქუჩაზე დიდ დიღომში. ვასაძე დაიწყო, დაიწყო!
3 წლის უკან