ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს.

„ფაქტია, რომ მათ კორუფცია უნდა აღმოფხვრან. ფაქტია, რომ სხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად. ამავდროულად ჩენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინა იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რუსეთის ფიზიკური აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოს. მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი. ეს ალიანსის წევრებზეა დამოკიდებული. უკრაინამ უნდა დაარწმუნოს ალიანსი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი ვითარება უკრაინას ნატოში გაწევრიანებაში ხელს არ შეუშლის.