სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია

სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია

ნატოს მოკავშირეები საქართველოს სოლიდარობას უცხადებენ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუწევთ. ჩვენ არასდროს მივიღებთ იმას, რომ საქართველოს ნაწილები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს კონტროლის ქვეშ არ არის. ვაძლიერებთ საქართველოსთვის პრაქტიკულ მხარდაჭერას. ეს მოიცავს წვრთნების ცენტრსა და სხვა ინსტრუმენტებს. მოკავშირეები საქართველოსთვის მხარდაჭერის გაწევის ერთგულნი არიან. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია. მხოლოდ 30 მოკავშირე და საქართველო გადაწყვეტენ საქართველოს გაწევრიანების საკითხს. ამას კონსენსუსი სჭირდება. თარიღს ვერ დავასახელებ. ჩენ განვაგრძობთ საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას, რაც საქართველოს ნატოსთან აახლოებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

trampi ჰაცე ვირო ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო ......
ანუ მანამ გაზაფხული მოვა, ეგრე შშიერი იყავიო

მოკლედ ბედნიერია ის ხალხი, ვისაც ნატოში მიღების მართლა გულით სჯერა(მარიაჟებს არ ვგულისხმობს)
2 წლის უკან