რა გახდა საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი

რა გახდა საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზი

„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

„მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.