ირაკლი ზარქუა: ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ, ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარა, თორემ თქვენგან აბა რა გმირი უნდა გამოვიდეს?

ირაკლი ზარქუა: ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ, ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარა, თორემ თქვენგან აბა რა გმირი უნდა გამოვიდეს?

მელია ისევ გაექცა სიმართლეს, სამწუხაროა, დატოვა დარბაზი. წეღანაც ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა მელიამ, რომ ვიფიქრე უგრძნია კაცს დემოკრატია მეთქი. ხმაც ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე და ამაზე ნახეთ ის აგრესია, იმიტომ, რომ კომპლექსი აქვს თვითონ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ზარქუას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ტყვეა.

„კომპლექსი აქვს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, იმ პრინციპებით, იმ თავისი ბრახუნით გულზე, აქ არ უნდა ყოფილიყო ახლა. ტყვე ნახეთ ვინც არის, უკრაინის მოქალაქის ტყვე, რომელმაც რომ უბრძანა, შემოვიდა, მანამდე მწვანე არ ჰქონდა, ამიტომ იყო იქ. დოჩანაშვილისა არ იყოს, ყოველ საღამოს ის დიდებული წამი არის ყოველთვის, როდესაც ჩავიხედებით და ყველამ ვიცით ვინ ვინ ვართ. არ გამოვა მელიასგან გმირი, იმიტომ, რომ არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცისგან, რომელსაც პრინციპები არ აქვს, რომელსაც კაცური თვისებები არ აქვს, გმირი არ გამოვა. წამოგვაძახა კიდეც წეღან, ციხეში ნაჯდომიო. ციხეში ნაჯდომი, ბატონო ნიკანორ, ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარა, წამება, ვაება და დოკუმენტაციაც კი მოაყოლეთ ამას. ისინი არიან გმირები, თორემ თქვენგან აბა რა გმირი უნდა გამოვიდეს?! დაჭერაც თქვენი ინიციატივა იყო, გასაღები ჯიბეში გედოთ და ბოლოს, როდესაც მიიღეთ უკრაინიდან დასტური, დაეთანხმეთ გირაოსაც, გამოხვედით და ახლა აქ მორალს გვიკითხავთ კაცობაზე, ვაჟკაცობაზე. არ გამოვა შენგან (გმირი), არა, ტყუილად ცდილობ! გმირობაზე ნუ დადებ თავს. ტყუილად წააგებ და როგორც ახლა გაიქეცი, იმიტომ, რომ სიმართლის მოსმენა არ გინდა, ასე იქნები მთელი 4 წელი,“ - განაცხადა ზარქუამ.

მან მელიას ამნისტიაზე დათანხმება და კოლეგებთან ერთად ქვეყნის რეალურ პრობლემებზე საუბარი ურჩია.

trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
2 წლის უკან