სერგეი ლავროვი: მოსკოვი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტის შემდეგ ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდება

სერგეი ლავროვი: მოსკოვი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტის შემდეგ ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამიტისგან ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდება.

„გადაჭარბებული მოლოდინები არ გვაქვს. რაღაც გარღვევას არ ველოდებით. თუმცა მაღალ დონეზე აზრთა გაცვლის ობიექტური საჭიროება არსებობს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე წარსულში დაშვებული შეცდომებს გააანალიზებს.

„იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც რუსეთით არიან დაკავებულნი, სათანადოდ შეაფასებენ რუსეთის ქმედებებს, ინტერესებსა და პოზიციებს, გააანალიზებენ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და უარს იტყვიან დიალოგის პრეტენზიების პოზიციით წარმართვაზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.