Extra.ge საოჯახო ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანს გთავაზობთ

Extra.ge საოჯახო ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანს გთავაზობთ

თუ ბინის რემონტი უკვე დაასრულეთ და მის მოწყობაზე დაიწყეთ ზრუნვა, აუცილებლად დაგჭირდებათ კარგი საოჯახო ტექნიკა, რომელიც საღამოების სასიამოვნოდ გატარებაზე იზრუნებს და თქვენი სამზარეულოს თანამედროვე ინტერიერს, უფრო ტრენდულს გახდის.

ახალი სახლის ახალი, საოჯახო ტექნიკით აღჭურვა შესანიშნავი იდეაა, თუმცა ტექნიკის სხვადასხვა მაღაზიაში ძებნა ურთულესი ამოცანაა, რომელმაც ზემოთხსენებულ შესანიშნავ იდეას შესაძლოა, „წყალი შეუყენოს“.

საოჯახო ტექნიკის შერჩევა-შეძენის პროცესმა, რომ „ექსცესების“ გარეშე ჩაიაროს, ამისთვის საუკეთესო გზა ონლაინ მაღაზია Extra.ge-ია, რომელიც მაღალი ხარისხის საოჯახო ტექნიკის ფართო არჩევანს გთავაზობთ.

რისი შეძენაა შესაძლებელი Extra.ge-ზე?

დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ოჯახის წევრებთან ერთად მოკალათდით ლეპტოპთან და დაიწყეთ თქვენთვის სასურველი ტექნიკის ძიება. პირველი, რაც მამაკაცებს ყველაზე მეტად აინტერესებთ მრავალფუნქციური, საუკეთესო გამოსახულების მქონე ტელევიზორია,  ექსტრას ასორტიმენტი აუცილებლად დააკმაყოფილებს ოჯახის მამაკაცების მოთხოვნებს და იპოვით, იმას, რასაც გულით ეძებთ.

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევაში მთავარი ხმა ქალბატონებს ეკუთვნით. ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ როგორც წამყვანი (samsung, gorenje, bosch, midea), ასევე ბიუჯეტური ბრენდების ( vitek, beko, Hyundai, vestel)  - მაცივრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, გაზქურები და მისი ზედაპირები, გამწოვები და.ა.შ. თან ეს ყველაფერი შეგიძლიათ, შეარჩიოთ ფერის, დიზაინის, ზომების მიხედვით და თქვენს ინტერიერს მოარგოთ.

სამზარეულოში არანაკლები დატვირთვა აქვს წვრილ საოჯახო ტექნიკას - ბლენდერს, ჩოპერს, მიქსერს, ტოსტერს, წვენსაწურს, გრილს, ჩაიდანს. თითოეული მათგანი დიასახლისების მარჯვენა ხელი,  ხოლო ოჯახის წევრების გასანებივრებელი საშუალებაა.

რატომ Extra.ge?

ექსტრას საიტი მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა, ტექნიკის თითოეული კატეგორია ცალ-ცალკეა ჩაშლილი და იძლევა საშუალებას, მარტივად მოძებნოთ სასურველი ნივთი და მიიღოთ მასზე დეტალური ინფორმაცია. კითხვების შემთხვევაში ექსტრას კონსულტანტი მზადაა ნებისმიერ დროს გაგცეთ ამომწურავი პასუხები, გირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი, ან შეგარჩევინოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკა. გარანტია ხომ ექსტრაზე შეძენილ ნივთებს აუცილებლად მოჰყვება.

ექსტრადან ტექნიკის განვადებით გამოტანაც შესაძლებელია, თითოეულ პროდუქტს მითითებული აქვს, დაახლოებით რა თანხის გადახდა იქნება საჭირო განვადების შემთხვევაში.

თუ პირდაპირ ყიდვას აპირებთ, კალათში დამატების შემდეგ უნდა გააკეთოთ არჩევანი გადახდის ფორმაზე - გადაიხდით ხელზე კურიერთან, ბარათით, თუ PLUS ქულებით.

რაც შეეხება მიტანის სერვისს, თუ რამდენ ხანში  მიიღებთ თქვენს ახალ ნივთს, ამის შესახებ ინფორმაციას, გადახდის მეთოდის არჩევამდე იხილავთ, ექსტრას კურიერი კი, სრულიად უვნებელს მოგიტანთ იქ, სადაც გაგიხარდებათ.

სულ ესაა, ეს ერთი და სხვა მრავალი! შოპინგი ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. პროდუქტების დეტალურად დასათვალიერებლად, ეწვიეთ საიტს  - www.Extra.ge.