„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი“

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი“

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის სასოწარკვეთილი წერილი. მისი თქმით, გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.

2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლადშექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.

ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“.

კახა ოქრიაშვილი, პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი

 

Katana . ამნაირი გონების ხალხი მილიონებს როგორ შოულობს, არ გიკვირთ?
3 წლის უკან
romani უზნეობით, ეს პიროვნება 90-ნი წლების ქიმერა და მონსტრია, ჩაუძირავი და მიუწვდომელი. ქვეყნის სირცხვილია ასეთის არსებობა პოლიტიკაში. ცოდვიანი ფული მრავალს გააჩნია, მაგრამ ეს განსაკუთრებულად კეთროვნად მიმაჩნია მათ შორის.
3 წლის უკან
mamago რა საშინელებაა!
3 წლის უკან