საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს დაესწრო (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს დაესწრო (ვიდეო)

ბიზნესფორუმს, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. მან მადლობა გადაუხადა ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი გამოჩენილი ინტერესისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურას.

"ებრაელები განსაკუთრებულები არიან ბიზნესაქტიურობით და ბიზნესში წარმატებითაც. თუ შევძლებთ, რომ საქართველოში მრავლად იყოს წარმოდგენილი ბიზნესი ისრაელიდან, ეს იქნება ჯანსაღი გარემო, ლაკმუსის ქაღალდი... ჩვენი ეკონომიკა პრაქტიკულად აუთვისებელია და ეკონომიკის აღორძინება საქართველოში საწყის ეტაპზეა. ამიტომ ბიზნესმენმა აქ ბიზნესის დასაწყებად განსაკუთრებული სიიოლე შეიძლება მოიპოვოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კარგი პირობები შეგიქმნათ", -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, დაიწყება ზრუნვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ასევე მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე. მანვე ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საინვესტიციო ფონდი შესახებ, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება.