პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. დავით უსუფაშვილმა კონგრესმენებს და სენატორებს ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებს აცნობს.
საუბარი შეეხო შესაძლო ბიზნეს პროექტებს, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს ქვეყანაში. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს ჯეიმს ჰადლეი ბილინგტონსაც შეხვდა. საუაბრი სეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ძალიან საინტერესო ერთობლივი პროგრამები დაისახა იმისათვის, რომ ჩვენი საგანძური, რომელიც დაცულია ბიბლიოთეკაში, იყოს სათანადოთ დაცული და სათანადოთ გამოყენებადი",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა თედო ჯაფარიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა ვაშინგტონში რამდენიმე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციაშიც გამართეს შეხვედრები. ქართველი პარლამენტარები შეხვდნენ: FრეედომHოუსე-სპრეზიდენტს დევიდ კრამერს, აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ჯიმ მარშალს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, ლორნე კრეინერს. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში გამართული შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დემოკრატია და საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა იყო.