გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტში შვიდი დარღვევა აღმოაჩინა, რაც ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდა. თუმცა, განათლების მინისიტრი აცხადებს, რომ თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით განაცხადს შეიტანს და ხარვეზებს გამოასწორებს, მას ავტორიზაცია მეორე დღესვე აღუდგება.