ბიზნეს რეკეტი თარგამაძის

ბიზნეს რეკეტი თარგამაძის "ქრისტიან დემოკრატებისა" და ნაციონალების შესრულებით(VIDEO)

პროკურატურაში ჩივის კიდევ ერთი ბიზნესმენი. მიზეზი ბიზნეს-რეკეტი. ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება, უკანონო აუქციონებში იძულებით მონაწილეობა და ფულის გათეთრება- ვალერი შოშიაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიზნესმენის მტკიცებით, წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები აიძულებდნენ ყოფილი მმართველი პარტიის ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხის ჩარიცხვას. არჩევნების შემდეგ შოშიაშვილი მილიონი ლარით დაჯარიმდა. ბიზნესმენი ჯარიმას ნაციონალებისგან მიღებული უკანონო ბრძანებებით ხსნის.